Thursday, December 24, 2009

ალტერნატიული სახელმძღვანელოები და მისაღები გამოცდები


სკოლებში ალტერნატიული სახელმძღვანელოების შემოღებამ დიდი მითქმა–მოთქმა გამოიწვია საზოგადოებაში. გაჩნდა ეჭვი, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტებში მოცემული კითხვები არ დაემთხვევა სახელმძღვანელოებში მოცემულ მასალას. თუმცა გამოცდების ეროვნულ ცენტრსა და ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრში აცხადებენ, რომ ტესტებში მხოლოდ ის მასალა იქნება მოყვანილი, რომელიც ყველა ალტერნატიულ სახელმძღვანელოშია მოცემული.

სარეფორმო ალტერნატიული სახელმძღვანელოები ქართულ სკოლებში 2004 წლიდან შევიდა. საქართველოში დაახლოებით 400 გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოა (არჩევითი საგნებისა და არაქართულენოვანი სკოლებისთვის სახელმძღვანელოების გარდა). უნდა აღინიშნოს, რომ როგორც მოვლენას, ალტერნატივის არსებობას უმრავლესობა დადებითად აფასებს, თუმცა გამოცდების ეროვნული ცენტრის ლოგისტიკის განყოფილების უფროსის მერაბ თოფურიას თქმით, ალტერნატიული სახელმძღვანელოების არსებობა თავისთავად კი არის დადებითი მოვლენა, მაგრამ საქართველოსნაირ დაულაგებელ ქვეყანაში, ეს ბევრ პრობლემას იწვევს.“ საქართველოში ეს არ ამართლებს რადგან ისეთი სახელმძღვანელოებია, რომ მხოლოდ ერთით სწავლება არ არის საკმარისი, ზოგში ის არ არის, ზოგში – ეს.“ მისი თქმით, ეს პრობლემებს უქმნის საგამოცდო ტესტებსაც, რადგანაც „მერე ამბობენ, რომ ტესტებში ისეთი რამ შეიტანეს, რაც არ იყო სახელმძღვანელოში. ამიტომ ვცდილობთ, რომ მხოლოდ ის საკითხები შევიტანოთ, რომელიც ყველა წიგნშია, ეს კი არეალს ძალიან ავიწროებს.“ – ამბობს მერაბ თოფურია. მისი აზრით, სანამ ქვეყანაში სიტუაცია არ დალაგდება, „უმჯობესია, რომ არსებობდეს სტანდარტთან შესაბამისი ერთი წიგნი, იმას გაჰყვება სუყველა და არაფერი საკამათო აღარ იქნება.“ კითხვაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს იმ ერთი სახელმძღვანელოს შერჩევა, ბატონი მერაბი პასუხობს, რომ ტექნიკურ და საბუნებისმეტყველო საგნებში არსებობს უცხოელი ავტორების მიერ დაწერილი კარგი წიგნები, რომელთა თარგმნაც შეიძლება, ამ საგნებში ქართველი ავტორები კარგ სახელმძღვანელოს ვერ წერენ, რადგანაც, „სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს ამის ტრადიცია, იმიტომ რომ საბჭოთა კავშირის დროს სულ ითარგმნებოდა წიგნები. ეს სამარცხვინო არ არის.“ თუმცა, მისი აზრით, ქართულ ენასა და ლიტერატურაში და საქართველოს ისტორიაში არსებობდა კარგი წიგნები, ახლის შესაქმნელად კი საჭიროა, რომ სახელმწიფომ მისცეს სტანდარტი, დაუკვეთოს ეს საქმე იმ ადამიანებს, ვისაც ენდობა საზოგადოება და ვინც ნამდვილად იცის ლიტერატურა და ისტორია. კითხვაზე, სახელმძღვანელოების შექმნისთვის სპეციალური განათლების აუცილებლობის შესახებ, ის პასუხობს, რომ რაიმე ტიპის დამატებითი განათლება ამისთვის საჭირო არაა. მისი თქმით, როდესაც სახელმძღვნელოების შექმნაზე კონკურსი გამოცხადდა და ავტორთა ჯგუფები შეიკრიბა, „იქ დაიწყო ლობირება, „ვისი“ ავტორი გავიდოდა, ამიტომაც გრიფს აძლევენ ყველას. ნაცვლად იმისა, რომ კარგი სახელმძღვანელოები ავარჩიოთ, ეს გახდა ბიზნესი.“

ალტერნატული სახელმძღვანელოების არსებობას დადებითად აფასებს მე–20 სკოლის დირრის მოვალეობის შემსრულებელი ქეთევან იაკობაშვილი . „რამდენიმე არჩევანი კარგია, ერთი წიგნიექტოთ, დაშტამპულად სწავლება არ ვარგა, რამდენიმე ვარიანტი უნდა იყოს, ძალიან კარგად შემოწმებული, მორგებული.“ თუმცა ის აგრეთვე აღნიშნავს, რომ დღეს არსებული სახელმძღვანელოების სიავკარგე საკამათოა. : „სადავოა წიგნების ვარგისიანობა, მაგრამ ესეც ალბათ ჩამოყალიბების პროცესია და ძალიან ბევრია სამუშაო.“

ეროვნული სასწავლო გეგმების შეფასების ცენტრის ჰუმანიტარული საგნების მიმართულების კოორდინატორი თამარ ჯაყელი, ფიქრობს, რომ „ალტერნატივა დადებითი მოვლენაა, ეს ამდიდრებს საგანმანათლებლო სივრცეს. 2009 წელს ხელახალი გრიფი მიენიჭა პირველ, მეშვიდე და მეათე კლასის სახელმძღვანელოებს. შედგა კომისია, რომელშიც შედიოდნენ ექსპერტები, მათ შეისწავლეს ყველა გრიფმინიჭებული წიგნი და შეაფასეს 50 კრიტერიუმის მიხედვით. თუმცა თამარ ჯაყელი აღნიშნავს იმასაც, რომ სამინისტროს მიერ გრიფირების პროცედურაგავლილი ყველა წიგნსთვის გრიფის მინიჭება სუსტი სქემაა და არ გაამართლა – ძალიან ბევრმა ცუდმა წიგნმა მიიღო გრიფი. ახლა მთლიანად იცვლება ეს წესი. სახელმძღვანელოს არჩევა საგნობრივი კათედრების საქმეა’’. თამარ ჯაყელი ამბობს, რომ „ძალიან ხშირად არ ხდება ისე, რომ მასწავლებლები ისხდნენ და ათვალიერებდნენ წიგნებს, უფრო სპონტანურად იღებენ გადაწყვეტილებებს.“ ამის გამომწვევად კი ქალბატონმა თამარმა რამდენიმე მიზეზი დაასახელა: ინფორმაციის ნაკლებობა, სახელმძღვანელოს ავტორების მიერ მასწავლებლებისთვის წიგნების უფასოდ გადაცემა, რასაც მოჰყვება ის, რომ პედაგოგი იმ სახელმძღვანელოს ირჩევს, რომელიც მას აჩუქეს. გარდა ამისა, არის კიდევ სხვა ტიპის პრობლემებიც: მასწავლებლების უმრავლესობა შეჩვეულია ერთი წიგნით სწავლებას და ამიტომაც უჭირს ახალ სახელმძღვანელოებთან შეგუება. გარდა შინაარსისა, წიგნებში შეცვლილია სწავლების მეთოდიკაც. ესეც სიახლეა მასწავლებლებისთვის, მათ, თამარ ჯაყელის თქმით, ვერ აიძულებ ამ მეთოდიკის შესწავლას, რადგანაც დაბალი ხელფასები აქვთ და კიდევ დამატებითი დავალების მიცემა, მისი აზრით, უხერხულია, თუმცა იგი ამბობს, რომ განათლების სამინისტრომ დაიწყო ვაუჩერების გაცემა, რომლის მეშვეობითაც მასწავლებლებს შეეძლებათ მივიდნენ არასამთავრობო ორგანიზაციებში, რომლებიც ატარებენ ტრენინგებს, იქ მოემზადონ სასერთიფიკაციო გამოცდებისთვის და ასევე შეისწავლონ სწავლების ახალი მეთოდიკა.

მეოცე სკოლის დირექტორი პრობლემას ხედავს კლასში ბავშვების სიმრავლეშიც. „ სკოლა ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ თითოეულ ბავშვთან შეგეძლოს მისვლა. 43 ბავშვიან კლასში, რაც უნდა კარგი წიგნი აიღო, ამას ვერ მოახერხებ.“

ალტერნატიული სახელმძღვანელოების გამო ბავშვებისაც ექმნებათ პრობლემები: ეროვნულ გამოცდებზე ხვდებათ ისეთი საკითხები, რომლებიც მათ არ უსწავლიათ, რადგან მათი სკოლის მიერ არჩეულ კონკრეტულ სახელმძღვანელოში ეს არ ეწერა. ამ პრობლემის გამომწევევ მიზეზებს თამარ ჯაყელი ასე ხსნის: „წიგნები იწერება სტანდარტის მიხედვით, ჩვენ ავტორებს საკითხების სარეკომენდაციო სიას ვაძლევთ და ვეუბნებით, რომ რომელი საკითხიც უნდათ, შეუძლიათ გამოიყენონ სტანდარტით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად. ამიტომ ხდება, რომ ალტერნატიულ წიგნებში სხვადასხვა მასალაა შეტანილი“. მერაბ თოფურია აღნიშნავს, რომ ტესტები იწერება სტანდარტის მიხედვით, რომელიც განათლების სამინისტრომ შეიმუშავა და გამოცდების ცენტრი მის მიხედვით ადგენს ტესტებს. „საგამოცდო ტესტები დგება არა იმის მიხედვით, თუ რა წერია ამა თუ იმ სახელმძღვანელოში, არამედ – რა წერია სტანდარტში. სახელმძღვანელო იქმნება სტანდარტის მიხედვით. თუ რომელიმე სახემძღვანელოში რაღაც არ წერია, ეს არის უკვე სახელმძღვანელოს პრობლემა.“

თუ როგორ უნდა მოახერხონ ბავშვებმა ამ შემთხვევაში საგამოცდო ტესტების წარმატებით ჩაბარება, თამარ ჯაყელი შემდეგნაირად პაუხობს: „ეს არის პრობლემა იმისთვის, ვინც არ იცის ისეთი ტიპის ტესტის შექმნა, რაც ღრმა ცოდნას შეამოწმებს, ყველაზე ადვილია ფაქტების შემოწმება. არც საზღვარგარეთ აქვთ ერთი და იგივე წიგნები“. მერაბ თოფურია კი ამ პრობლემას შემდეგნაირად ხედავს: „გამოცდების დროს ვამოწმებთ შინაარსებს, ლოგიკურ მსჯელობას გავიგებ უნარ–ჩვევების გამოცდაზე. ქართულში ჩვენ ფაქტების ცოდნას ძალიან იშვიათად ვითხოვთ. ისტორიაში კი პირიქით, შენ თუ კონკრეტული ფაქტები არ იცი, ვერ იმსჯელებ“. თამარ ჯაყელი ამბობს, რომ წელს ტესტები ისე შეიქმნა, რომ მასში მხოლოდ ის მოხვედრილიყო, რაც ყველა სხელმძღვანელოში ეწერა, „შედგა კომისია, რომელშიც მონაწილებოდა პარლამენტი, მინისტრი და ა.შ., მან აიღო პასუხისმგებლობა, რომ ის საკითხები იქნებოდა ტესტებში, რაც ყველა ალტერნატიულ სახელმძღვანელოში არის.“

ზემოთ აღნიშნული პრობლემებიდან გამოსავალს მოსწავლეები და მათი მშობლები რეპეტიტორთან მომზადებაში 170–ე სკოლის მეთრმეტე კლასის მოსწავლე ნინო მჟავანაძე ამბობს, რომ სკოლაში მიღებული ცოდნა არ არის საკმარისი მისაღები გამოცდების წარმატებით ჩასაბარებლად. ის ასევე აღნიშნავს, რომ მეთორმეტე კლასში სკოლაში თითქმის არავინ დადის, რადგან რეპეტიტორთან მომზადებასთან ერთად აღარ მიიჩნევენ საჭიროდ სკოლის გაკვეთილებზე დასწრებას. მართალია რეპეტიტორების არსებობობა ყველა ბავშვს ერთნაირ პირობებში არ აყენებს გამოცდების ჩაბარების დროს, მაგრამ თითქმის ყველა რესპონდენტის აზრით, ჯერჯერობით ეს პრობლემა მოუგვარებელია და ამ პირობებში მისი გადაწყვეტა შეუძლებელია, რადგანაც სკოლა არ იძლევა გამოცდების დასაძლევად საჭირო განათლებას.

Tuesday, November 3, 2009

ახალი ჩქაროსნული მაგისრტალის მშენებლობის შესახებ







2010 წლის ბოლოს უნდა დამთავრდეს ვარაზისხევიდან თამარაშვილის ქუჩამდე ახალი ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა, რომელზეც ტენდერი მერიამ წელს მაისში გამოაცხადა.


ტენდერში გაიმარჯვა კომპანია „საქგზამეცნიერებამ“. რადიო კომერსანტის მიერ 2009 წლის 27 ივლისს გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამია, რომ, პროექტის მიხედვით ვარაზისხევში გაკეთდება 150 მეტრიანი ამოსასვლელი, გმირთა მოედანზე კი – 520 მეტრიანი ესტაკადა. ასევე იგეგმება მიწისზედა და მიწისქვეშა გადასასვლელების გაკეთება ფეხით მოსიარულეთათვის. ახალ პროექტში გათვალისწინებულია მდინარე ვერეზე 5 გადასასვლელი ხიდის განთავსებაც. ამ პროექტის მშენებლობას კომპანია “კავკასუს როუდ პროჯექტი“ განახორციელებს. მაგისტრალის დასრულება 2010 წლის ბოლოსთვის იგეგმება. პროექტისთვის ქალაქის 2009 წლის ბიუჯეტიდან 30 მილიონი ლარია გამოყოფილი.
„საქგზამეცნიერების“ მიერ წარმოდგენილმა პროექტმა დიდი მითქმა–მოთქმა გამოიწვია საზოგადოებაში. იმ ადგილთა შორის, სადაც მაგისტრალმა უნდა გაიაროს, ბავშვთა ქალაქ მზიურის და ზოოპარკის ტერიტორიაც ხვდება.
ამ გეგმის გაცხადების შემდგომ მისმა განხილვამ გადაინაცვლა ყველა ფორუმზე. ზოგიერთმა ტელევიზამ ვრცელი გადაცემაც კი მიუძღვნა პროექტის ავკარგიანობას. დებატების მონაწილენი თანხმდებიან, რომ აუცილებელია ახალი გზის მშენებლობა, რადგანაც ჭავჭავაძის პროსპექტი ნამდვილად საჭიროებს განტვირთვას. თუმცა, მშენებლობის ადგილსა და მეთოდზე საზოგადოების აზრი ორად გაიყო. ერთი მხარის მოსაზრებით, გზა უნდა აშენდეს ნებისმიერ ფასად, რადგანაც ვაკის ტერიტორიაზე გადაადგილება უკვე შეუძლებელი გახდა. მეორენი კი ამტკიცებენ, რომ არ შეიძლება მზიურის და ზოოპარკის ტერიტორიაზე გზის გაკეთება, რადგანაც ამას ეწირება პარკის მწვანე საფარი.

ჩქაროსნული მაგისტრალის მიზანია ჭავჭავაძის პროსპექტის განტვირთვა. არქიტექტორი გიგა ბათიაშვილი არ ეწინააღმდეგება გზის აშენებას, თუმცა, მისი აზრით, ეს ქალაქზე ზრუნვით უნდა მოხდეს. ის ამბობს, რომ ტერმინი ჩქაროსნული მაგისტრალი მხოლოდ საზოგადოებაში დადებითი რეაქციის გამოსაწვევად არის ნათქვამი. „ალბათ საზოგადოების მხრიდან დადებითი აზრის შესაქმნელად გამოაცხადეს, რომ უნდა აშენდეს ჩქაროსნული გზა. ჩქაროსნულ გზას აქვს თავისი წესები. კილომენტრ–ნახევრიანი სიგრძის გზაზე რა ჩქაროსნული მაგისტრალის გაკეთება შეიძლება?” ის ასევე ფიქრობს, რომ მაგისტრალის აშენება მხოლოდ დროებით გადაწყვეტს პრობლემას: “ეს იქნება პალიატიური გადაწყვეტა, ანუ დროებითი. დღეს ეს საკმარისი იქნება, მაგრამ თუ იმ ტემპით გაგრძელდა ავტომობილიზაცია, რა ტემპითაც ახლა ხდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ვიდრე გზა აშენდება, იგივე მდგომარეობაში აღმოჩნდება ჭავჭავაძის პროსპექტი, ბარნოვიც და ფალიაშვილიც.“ მისი აზრით ახალი გზა იმ შემთხვევაში განტვირთავს ვაკის რაიონს, თუ მას დამაკავშირებელი გზები ექნება პროსპექტთან.

მზიურის გადასარჩენად შეიქმნა რამდენიმე ორგანიზაცია: „გადავარჩინოთ მზიური“ (save Mziuri) და „ანალიტიკური საზოგადოებრივი გაერთიანება მზიური“. „გადავარჩინოთ მზიურმა“ აქცია ცოტა ხნის წინ აქცია გამართა პარკის წინ, სადაც გააპროტესტა იქ მიმდინარე მშენებლობა. „ანალიტიკური საზოგადოებრივი გაერთიანება მზიური“ კი ღია წერილებით და საზოგადოების ინფორმირებით ცდილობს პრობლემის გადაჭრას.
უფრო რადიკალურ ზომებს მიმართა „ეკოლოგიური სამართლის ცენტრმა“.2009 წლის 22 სექტემბერს ამ ცენტრის სახელით სარჩელი შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოში და მოითხოვა ქ. თბილისის მერიის მიერ დამტკიცებული მზიურზე გამავალი ჩქაროსნული ზგატკეცილის პროექტის ბათილად ცნობა ქვემოთჩამოთვლილი არგუმენტების თანახმად: ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22–ე მუხლის ( სარჩელის შეტანა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილადცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე);ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე–მე– 601 მუხლების (ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები);
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე–5 მუხლის მე–3 ნაწილის(უფლებამოსილების გადამეტებით გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, არა აქვს იურიდიული ძალა და ბათილად უნდა გამოცხადდეს). მათი მტკიცებით, ეს არღვევს მთელ რიგ კანონებსა და დადგენილებებს, მათ შორის – კონსტიტუციას, რომლის 37–ე მუხლში ნათქვამია, რომ „საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს ცხოვრობდეს ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში, სარგებლობდეს ბუნებრივი და კულტურული გარემოთი. ყველა ვალდებულია გაუფრთხილდეს ბუნებრივ და კულტურულ გარემოს.“

სარჩელი განსახილველად უკვე მიიღო ადმინისტრაციულმა სასამართლო კოლეგიამ. ეკოლოგიური სამართლის ცენტრის იურისტის, ნიკოლოზ მჟავანაძის თქმით, ეს უკვე დიდი მიღწევაა.“ წარმოებაში საქმის მიღება ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს, რეალურად პროცესი დაიწყო, განხილვა იქნება საქმის, რომ არ მიეღოთ, ვერაფერს ვერ ვიზამდით, ჩვენ ახლა რეალურად კანონიერი საფუძველი გვაქვს იმის, რომ გავაუქმოთ პროექტი“.
თუმცა, როგორც ნიკოლოზ მჟავანაძე აცხადებს, მათ თავიდანვე არ მიუმართავთ ასეთი რადიკალური ზომებისთვის, თავდაპირველად ცენტრმა ქალაქის მერიაში შეიტანა საჩივარი და პასუხი რომ ვერ მიიღეს, მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვიტეს სასამართლოში ჩივილი. იურისტი უსაფუძვლო არგუმენტად მიიჩნევს მდინარე ვერეს დაბინძურებული კოლექტორის გაწმენდას, რომელიც მაგისტრალის მშენებლობის პროექტშია ჩადებული, იგი აღნიშნავს: „ისინი ამბობენ, რომ კოლექტორია დაბინძურებული და თუ ასეა, გაასუფთავე, გზა უნდა გაიყვანო მაინც და მაინც?“
მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურთან დაკავშირება, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა. მაგისტრალის შესახებ ინფორმაცია არ დევს ასევე მერიის საიტზე. კომენტარზე უარი განაცხადამზიურში მშენებლობაზე პასუხისმგებელმა პირმაც, რომელმაც არც თავისი ვინაობა გაამხილა და განაცხადა: „მე ძალიან კარგად ვიცი რაც კეთდება, მაგრამ ამ ინფორმციას მერია არ ახმაურებს და მე როგორ ვიტყვი?“

Thursday, October 22, 2009

პარკირების ახალი კანონი








პირველი ოქტომბრიდან თბილისში ძალაში შევიდა პარკირების ახალი სისტემა. სერვისის ერთ წლიანი მოხმარების ბარათი 25 ლარი ღირს.

საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, დედაქალაქის ტერიტორიაზე, პარკირების რეგულირება და პარკირების ადგილების განსაზღვრა, თბილისის თვითმმართველობის ექსკლუზიურ უფლებამოსილებას წარმოადგენს. პირველ ოქტომბერს ძალაში შევიდა პარკირების 25 ლარიანი ბარათები, რომელთა შეძენის შემდეგ მძღოლს უფლება ეძლევა ერთი წლის განმავლობაში მანქანა გააჩეროს კანონით განსაზღვრულ პარკირების ადგილებზე. ხოლო რაიონებიდან ჩამოსულთათვის იქნება სპეციალური ტელეფონის ნომერი, რომელზე დარეკვის შემდეგაც მომხმარებელს სატელეფონო ანგარიშიდან ჩამოეჭრება 2 ლარი და ის მიიღებს ორ კვირიან დგომის უფლებას. ახალი სისტემის მიზანია, ავტომანქანის მფლობელებს გაუმარტივონ პარკირების პირობები.

ერიის ინიციატივით, ჯარიმები, რომლებიც ათი ლარიდან 40 ლარამდე იყო, შემცირდა და ახლა ყვლა ტიპის ჯარიმა შეადგენს 10 ლარს გარდა იმ გამონაკლისისა, როდესაც მძღოლს მანქანა გაჩერებული ყავს დგომა გაჩერების აკრძალულ ადგილას და თავად იქ არ იმყოფება, ამვომობილი ექვემდებარება ევაკუატორით დაცულ სადგომზე გადაყვანას . ამ შემთხვევაში მძღოლი იხდის ევაკუატორის მომსახურების 60 ლარს და ჯარიამს 10 ლარის ოდენობით. ჯარიმა გადახდილ უნდა იქნას 30 დღის ვადაში. დაჯარიმების შემთხვევასი მძღოლს ქვითარი ხვდება საქარე მინაზე ხოლო მისი ასლი კი ეგზავნება სპეციალური ფოსტით იმ მისამართზე სადაც არის რეგისტრირებული, განაცხადა C.T.PARK _ის საზოგადოებასთან ურთიერთბის სამსახურის მენჯერმა გიორგი ჯაფარიძემ. მას შემდეგ რაც მძღოლი მოაწერს ხელს ფოსტით მიღებულ ქვიტარს იწყება ამ 30 დღის ათვლა. გადაუხდელობის შემთხვევაში ჯარიმის თანხასთან ერთად ირიცხება საურავი 150 ლარი,რომელიც ამავე 30მდღის ვადაში უნდა იქნეს გადხდილი. იმ შემთხვევაში თუ საურავი და ჯარიმა არ იქნება გადახდილი დადგენილ ვადაში მაშინ კომპანია C.T.PARK–ი უფლებას იტოვებს საქმე გადასცეს სააღმსრულებლო ბიუროს. როგორც გიორგი ჯაფარიძე აცხადებს დღესდღეობით კომპანიაში ხუთასამდე ჯარიმა შემოდის მისი თქმით ოფიციალური დაჯარიმება პირველი ნოემბრიდან დაიწყება.

მიუხედავად ამ მომსახურეობისა მძღოლებს მაინც ხვდებათ პარკირების ადგილებში ეგრეთ წოდებულ „სტაიანშკები“. ისინი ამბობენ, რო მათი ფუნქცია მძღოლებისთვის დამატებითი მომსახურეობის გაწევაა. „ჩვენ ყურადღებას ვაქცევთ მანქანებს და გამოუცდელ მძღოლებს ვეხმარებით მანქანის დაყენებაში“ განაცხადა ავტო –საქალაქო სერვისის თანამშრომელმა. თავადვე ამბობენ, რომ ეს არ არის სავალდებულო, გადასახადი, ეს მოქალაქის კეთილი ნებაა.

Wednesday, October 21, 2009

„მე ადამიანი“– ფესტივალი „ბორბლებზე“


თბილისი 22 –  24 ოქტომერს  მშვიდობისა და ადამიანის უფლებების სამხრეთ კავკასიურ კინოფესტივალ  „მე–ადამიანი“–ს  მასპინძლობს. 

ფესტივალი სამხრეთ კავკასიაში 25 ადგილას ტარდება. იგი ყოველწლიურად მაყურებელს  12 მაღალხარისხოვან დოკუმენტურ ფილმს სთავაზობს.  საქართველოში  მესამედ იმართება.  ფესტივალი უკვე ჩატარდა   გორში, ნიქოზში და წეროვანში. თბილისის შემდეგ კი ის  ოზურგეთს, წყალტუბოს და  ქუთაისს ეწვევა.  

საქართველოში კინოფესტივალის ინიციატორები და დონორები არიან ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო“ და ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ოფისი. მას ასევე მხარს უჭერენ „ღია საზოგადოების“ ინსტიტუტი, შავი ზღვის რეგიონალური თანამშრომლობის ფონდი და შვეიცარიის საელჩო საქართველოში.

ფესტივალის მიზანია კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების იდეის პოპულარიზაცია.  მის ფარგლებში ნაჩვენები იქნება 7 დოკუმენტური ფილმი, რომელიც სამ დღეზე გადანაწილდება.  ყოველი დღის ბოლოს კი გაიმართება დისკუსიები მოწვეულ სტუმრებთან ერთად.  „სტუმრებს ვარჩევთ თემატურად, მათ, ვისაც რაიმე აქვთ სათქმელი“ განაცხადა თბილისის ფესტივალის თანაორგანიზატორმა ანა მარგველაშვილმა. ფესტივალის კოორდინატორ ჰელენა ზაიცოვას თქმით: “სამხრეთ კავკასიელი მაყურებელი ამ ფილმებში საკუთარი თავის დანახვას შეძლებს, რამეთუ ფილემბში ბევრია პარალელი მათ მდგომარეობასთან. საფესტივალო დისკუსიები ერთგვარი ფორუმია, სადაც საკუთარი აზრის გამოხატვა და სხვათა პოზიციის მოსმენაა შესაძლებელი.“  ის მთელი სამხრეთ კავკასიის მასშტაბით აჩვენებს დოკუმენტურ ფილმებს შერიგებაზე, ადამიანის უფლებებსა და კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებაზე, მაყურებელს კი ფილმებში წარმოდგენილი მწვავე თემების განხილვისკენ მოუწოდებს.

ანა მარგველაშვილის განცხადებით, ფესტივალი მცირებიუჯეტიანია, სულ 1500 ლარია გამოყოფილი. ბიუჯეტი ფარავს ელემენტარულ ხარჯებს: პლაკატი, მოსაწვევი და ა.შ. ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ წელს უფრო მეტი ხალხი მიიღებს მონაწილეობას და აუდიტორია დისკუსიებში უფრო გახსნილი იქნება.

Thursday, October 8, 2009

თურქეთი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას აპირებს?

გავლენიანი თურქული გამოცემა Milliyet-ი ავრცელებს ინფორმაციას, რომ შესაძლოა თურქეთმა ჩრდილოეთ კვირპოსის დამოუკიდებლობის აღიარების სანაცვლოდ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიაროს. როგორც კორესპონდენტი ამბობს, ამ თემაზე უკვე საუბრობენ თურქეთის ხელისფულებაში. ქართველი ექსპერტების შეფასებით, ეს თურქეთისთვის მომგებიანი არ არის, რადგანაც ეს მას ურთიერთობებს ნატოსა და ევროკავშირში დაუძაბავს. ასევე ეს იმოქმედებს მის მეზობლობაზე საქართველოსთანაც. ამასთანავე დგება სხვა პრობლემაც, თუ თურქეთი სეპატარისტულ რეგიონებს აღიარებს, სომხეთი მოითხოვს მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის გამოცხადებას. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ თურქული ბიზნესის კვალი აფხაზეთის ტერიტორიაზე უკვე კარგად ჩანს და ამის დამალვას თვითონ თურქებიც აღარ ცდილობენ.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ინფორმაციის მოძება მხოლოდ ერთ ინტერნეტ გამოცემა ამბები.გე–ზე შევძელი, მაინც მნიშვნელოვნად ჩავთვალე ამ ინფორმაციის გაშუქება

Wednesday, October 7, 2009

ღირდა კი?

დღევანდელი ნიუსის მომზადების დროს გამიჩნდა სურვილი დამეწერა თემაზე, არის თუ არა ჟურნალისტების უფლებები დაცული და საერთოდ, უსაფრთხოა თუ არა ჟურნალისტობა, უფრო სწორად კი ემუქრება თუ არა ჟურნალისტის სიცოცხლეს რეალური საფრთხე, როდესაც ის ისეთ თემაზე მუშაობს, რომელიც საზოგადოების ამა თუ იმ წარმომადგენელს არ მოსწონს. ანა პოლიტკოვსკაია, რომელიც 3 წლის წინ საკუთარი სახლის წინ სუპერმარკეტიდან მომავალი ჩაცხრილეს, რუსეთის ხელისუფლების კრიტიკოსი იყო. ის წერდა ჩეჩნეთში ადამიანის უფლებების დარღვევებზე. ჟურნალისტის გაუხსნელი მკვლელობის მაგალითის მოტანა ქართული რეალობიდანაც შეგვიძლია. გიორგი სანაია, რომელიც უფრო გაურკვეველ ვითარებაში მოკლეს. ის, როგორც ამბობენ, პანკისის ხეობაში მიმდინარე უკანონობის შესახებ ფლობდა ინფორმაციას, კვალი კი ხელისუფლების საკმაოდ მაღალ ეშელონებამდე მიდიოდა, ეს კი მათ საფრთხეს უქმინდა, ამიტომაც მოიშორეს იგი. საინტერესო იქნეოდა უფრო ღრმა ჟურნალისტური გამოძიება ჩატარებულიყო ამ საკითხზე, რატომ კლავენ ჟურნალისტებს და რატომ რჩება მათი საქმეების გამოუძიებელი წლების განმავლობაში.

ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელოიდან სამი წლის შემდეგ...



დღეს ჟურნალისტ ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობიდან სამი წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით მოსკოვში აქცია გაიმართა. მიტინგი ზუსტად 16.03 წუთზე წუთიერი დუმილით დაიწყო, ანუ ზუსტად მაშინ, როდესაც კილერმა ჟურნალისტი თავის სახლთან ჩაცხრილა. შემდეგ სიტყვით გამოვიდნენ: “ნოვაია გაზეტა“–ს მთავარი რედაქტორი დიმიტრი მურატოვი, ჟურანლისტი ალექსანდრ პოდრაბინეკი და სხვები. აქცია ორგანიზებული იყო გაზეთ „ნოვაია გაზეტა“–ს მიერ, რომლის თანამშრომელიც იყო პოლიტკოვსკაია. სააგენტო „ინტერფაქსის“ ცნობით, მიტინგის ჩატარების შესახებ განცხადება 1500 დამსწრე ადამიანზე იყო შეტანილი, მაგრამ სანქცია მხოლოდ 350 კაცზე გასცეს. მიუხედავად ამისა, გაზეთ „ლენტა.რუ“–ს ცნობით აქციაზე 700 მონაწილე მივიდა, 350 კაცი სპეციალურად შემოსაზღრულ ადგილზე იდგა, 350 – კი მის გარეთ.
ჟურნალისტის მკვლელობა ისევ გაუხსნელია, მართალია სამი ეჭვმიტანილი დააკავეს, მაგრამ ისინი ნაფიც მსაჯულთა საბჭომ უდანაშაულოდ სცნო და გაათავისუფლეს.გამოძიებაში ახალი დეტალები იკვეთება და ოჯახის თხოვნით საქმე ხელახალ ძიებაში ბრუნდება. პოლიტკოვსკაიას ოჯახის წევრებს იმედი აქვთ, რომ საქმის ახალი მსვლელობა გამოააშკარავებს ნამდვილ მკვლელებს. რადიო თავისუფლების ცნობით, როგორც ჟურნალისტის შვილმა ილია პოლიტკოვსკიმ განაცხადა: “გამოძიებას გაუჩნდა ახალი შანსი. მე ვფიქრობ, ეს არის უკანაკსნელი შანსი, რადგან, სინამდვილეში, ძალიან დიდი დრო გავიდა. და ჩვენ ძალიან ვიმედოვნებთ, რომ ისინი გამოიყენებენ ამ შანსს.”
პოლიტკოვსკაიას გარდაცვალების 3 წლის თავი ლონდონში და თბილისშიც აღნიშნეს. ლონდონში, სენტ ბრაიდის ეკლესიაში, რომლიც პრესის ქუჩაზე - ფლიტ სტრიტრზე - მდებარეობს, ჟურნალისტის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს. თბილისში რუსეთის საელჩოსთან `თავისუფლების ინსტიტუტის` წევრები და ქართველი ჟურნალისტები შეიკრიბნენ. მათ სამძიმარი გამოუცხადეს ჟურნალისტის ოჯახს.
ამ ამბის შესახებ დღესძალიან ბევრი მედია საშუალება იუწყებოდა. ამბები.გე , ინტერპრესნიუსი, ლენტა.რუ, რუსთავი2, რადიო თავისუფლება და ა.შ. ყველგან თითქმის ერთი და იგივე ითქვა, ყურადღება გამახვილებული იყო იმაზე, რომ ჟურნალისტის მკვლელობა ჯერ კიდევ გამოუძიებელია და მკვლელები დაუსჯელნი არიან.

Tuesday, October 6, 2009

სახელმძღვანელოების გრიფირება და არჩევანის თავისუფლება




სკოლებში სახელმძღვანელოების შერჩევა, კიდევ ერთი თემაა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მასზე აქცენტი არც ერთ მედია საშუალებაში არ გაკეთებულა. ახალი კანონის მიხედვით სახელმძღვანელოებზე გრიფის მინიჭების პროცედურა შეიცვალა და, გარკვეულწილად, გამარტივდა. ახლა ყველა სახელმძღვანელოს ენიჭება გრიფი, რომელიც გრიფირეის ელემენტარულ ნორმებს აკმაყოფილებს, შესაბამისად გაჩნდა ძალიან ბევრი ალტერნატივა თითოეული საგნის სხვადასხვა კლასის სახელმძღვანელოებზე. არჩევანის უფლება კი მიეცა მასწავლებელს და სკოლის საბჭოს.
ამ პრობლემაზე მუშაობა ჩამთვის საინტერესოა იმიტომ, რომ განათლების სისტემასთან ერთელ უკვე მქონდა კავშირი, სტუდენტობისას განათლების სისტემაზე მაქვს გაკეთებული კვლევა.