Thursday, June 3, 2010

როგორ გადაიქცა "ხორბლის ბეღელი" უდაბნოდ ანუ დედოფლისწყაროს პრობლემები

გლობალური დათბობა და კლიმატური ცვლილებები მთელი დედამიწის პრობლემაა. გლობალური დათბობა განიმარტება, როგორც დედამიწის ატმოსფეროს მიწისპირა ფენის და მსოფლიო ოკეანის საშუალო წლიური ტემპერატურის სწრაფი ზრდის პროცესი.მის გამომწვევ მიზეზებზე მეცნიერები ვერ თანხმდებიან. არსებობს მოსაზრება, რომ კლიმატის ცვლილება გამოწვეულია საწვავის ჭარბი მოხმარებით. წვის პროცესში ხდება სათბურის გაზების (ნახშირორჟანგი, აზოტის მჟავა და მეთანი) ადინება ატმოსფეროში. ისინი ბუნებრივადაც არსებობს, მაგრამ როდესაც ხელოვნურადაც გამოიყოფა, ეს ქმნის ჭარბი რაოდენობის კონცენტრაციას და იწვევს იმას, რომ დედამიწაზე მზიდან მოსული სითბოს იმაზე მეტი ნაწილი რჩება, ვიდრე უნდა დარჩეს. თუ დარჩება იმაზე მეტი, ვიდრე საჭიროა, ეს ატმოსფერულ ტემპერატურას გაზრდის. შემდეგ კლიმატური ცვილებები სხვადასხვა ადგილას სხვადასხვა შედეგებს იწვევს.
საქართველოში კლიმატური ცვილელებების შედეგების შემჩნევა დედოფლისწყაროს რეგიონში უკვე ჩვეულებრივ ადამიანსაც შეუძლია. ეს ტერიტორია საქართველოს მეორე ეროვნულ შეტყობინებაში კლიმატური ცვილებების ჩარჩო კონვენციის მიხედვით დასახელებულია როგორც გაუდაბნოების წინაშე მდგარი ტერიტორია. რეგიონი მდიდარია ნაყოფიერი მიწებით და ვრცელი საძოვრებით, მაგრამ ღარიბია წყლის რესურსით. აქ მცხოვრები ადამიანების ძირითად შემოსავალს როგორც დედოფლისწყაროს მცხოვრები აგროქიმიკოსი და ნიადაგმცოდნე ირა გაიპარაშვილი ამბობს მესაქონლეობა და სოფლის მეურნეობა წარმოადგენს. კლიმატის ცვლილების კონვენციის მიმართ საქართველოს მეორე ეროვნული შეტყობინების კოორდინატორი მარინა შვანგირაძე ასახლელებს დედოფლისწყაროსთვის დამახასიათბელ ოთხ პრობლემას. ესენია: ტემპერატურის ზრდა, ნალექების ოდნავი ზრდა, ქარების ზრდა და გვალვების პერიოდები.
მარინა შვანგირაძის თქმით დედოფლისწყაროს მხოლოდ კლიმატის ცვლილების მიერ გამოწვეული პრობლემები არ აწუხებს. „აქ ჩვენ გვაქვს ანთროპოგენული ჩარევაც.“ მოსახლეობამ თვითნებურად გაჩეხა ქარსაფარები. გაზაფხულზე, როდესაც კულტურები ახალი დათესიალია იწყება ძლიერი ქარების პერიოდი, რომელიც ირა გაიპარაშვილის თქმით 15–30 სანტიმეტრს მიწას აცლის ნათესებს ზემოდან, ეს სწორედ ის ნაწილია, რომელიც კვებავს მცენარეს. ადრე არსებობდა ქარსაცავი ზოლები, რომლებიც ნათესებს იცავდა. მარინა შვანგირაძეც და ირა გაიპარაშვილიც ამბობენ, რომ მოსახლეობის მიერ ქარსაფარების გაჩეხვის გამართლება შესაძლებელია იმით, რომ მათ სხვა ენერგორესურსი არ აქვთ და წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი მკაცრი ზამთრის წინაშე სრულიად დაუცველები რჩებიან. თუმცა ირა გაიპარაშვილი იმასაც ამბობს, რომ მოსახლეობის ნაწილი მიხვდა თავის შეცდომას. „ქედების ზონის სოფლებში თვითონ მოსახლება არის დაინტერესებული ქარსაცავების აშენებაში, ამბობენ, თქვენ ოღონდ აგვიშენეთ და ჩვენ მივხედავთო. მიხვედნენ იმ შეცდომას რაც დაუშვეს ,ზოგმა არ იცოდა რას აკეთებდა, ზოგმა იცოდა, მაგრამ რა ექნათ?“

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროლემა არის ის, რომ აღარ ხდება ნიადაგის გამდიდრება სასუქით. როგორც ირა გაიპარაშვილი ისენებს, „ადრე იყო 3-ჯერადი კვება ნიადაგის, ეხლა ეს ხდება ერთხელ და ისიც მხოლოდ ფოსფორის შემცველი სასუქებით, ადრე იყო კალციუმის შემცველიც.“ მისი თქმით ნიადაგის გამდიდრებას მოსახლეობა მოსავლის აღების შემდგომ ყანების გადაწვით ცდილობს. მარინა შვანგირაძის აზრით, ეს რაღაც დროის განმავლობაში კი ზრდის მოსავლიანობას, მაგრამ კიდევ უფრო ფიტავს ნიადაგს. როდესაც მოსავლიანობა მცირდება, ფერმერები ნაკვეთს საძოვრად იყენებენ, მაგრამ შემდეგ გადაჭარბებული ძოვების გამო ეს მიწა საძოვრადაც აღარ გამოდგება და ის უკვე უვარგისია.
ირა გაიპარაშვილი მცენარეთა საფარის გაღარიბებაზეც საუბრობს, ის ამბობს: „ადრე რომ გაივლიდი მინდორში, იყო ძალიან ბევრი ლამაზი ყვავილი, ახლა ასე არ არის. თუ ასე გაგრძლედა, გაუდაბნოება ელის შირაქს.“
როდესაც ფერმერები ვეღარ ღებულობენ მოსავალს და, შესაბამისად, ვეღარ ირჩენენ თავს, ისინი მოდიან დედოფლისწყაროს რაიონიდან და უკვე ეკომიგრანტები ხდებიან, ეს კი მარინა შვანგირაძის აზრით ბევრი მიზეზის გამოა საშიში, ჯერ ერთი ის ტერიტორიები ცარიელდება, ეს კი სახიფათა, რადგანაც დედოფლისწყარო სასაზღვრო ზონაა, აგრეთვე ეს ცუდია სხვა ქალაქებისთვისაც, რადგანაც ამდენი უმუშევარი ადამიანისთვის ახალი სამუშო ადგილების გამოძებნაა საჭირო, მაშინ როდესაც საქართველოში უმუშევრობის დონე ისედაც მაღალია და ამას სხვადასხვა ტერიტორიიდან წამოსული ლტოლვილებიც ემატება.
მარინა შვანგირაძე ამბობს, რომ დედოფლისწყაროს მოსახლეობა კლიმატური ცვილელებების და უარყოფითი ანტროპოგენული ჩარევის შედეგებს უკვე გრძნობს. თუმცა შესაძლებელია ისინი ამას ზუსტ სახელს ვერ არქმევენ, მაგრამ ამბობენ, რომ თუ ადრე ერთ ჰექტარ მიწაზე 4 ტონა ხორბალი მოდიოდა, ახლა 1– მოდის და 2 ტონა უკვე ძალიან კარგ მოსავლად ითვლება. პრობლემა იმაშიც არის, რომ გლეხებს არ აქვთ ინფორმაცია, თუ როგორ უნდა მოახერხონ ახალ კლიმატურ პირობებთან ადაპტაცია. მათ აქვთ წინაპრების გამოცდილება, თუ როგორ უნდა მოუარონ მიწას და ნათესებს, მაგრამ ეს ახალ პირობებში ყოველთვის საკმარისი არაა, ამიტომ მარინა შვანგირაძის აზრით, უნდა მოხდეს ინფორმაციის ფერმერებისთვის და მეურნეებისთვის მიწოდება. ირა გაიპარაშვილი ამობობს, რომ ყველაზე მძიმე შედეგი, რასაც მოსახლე იგრძნობს ამ ცვილებების გამო ეს ეკონომიკური უკუსვლა იქნება.
გამოსავალი ამ სიტუაციიდან არის იმაში, რომ უნდა დაიწყოს კლიმატურ ცვლილებებთან ადაპტაცია და შემცირდეს ადამიანების უარყოფითი ჩარევა. მარინა შვანგირაძე ამბობს, რომ ქარსაფარების აღდგენასთან ერთად უნდა გაშენდეს ენერგეტიკული ტყე, სადაც დაირგვება ისეთი ხეები, რომლებსაც ნიადაგის რეაბილიტაციის უნარი აქვს. ასე გადარჩება ქარსაფარები, რადგან თუ მხოლოდ ამ უკანასკნელის გაშენება მოხდება, მოსახლეობა მას ისევ გაჩეხავს. მისი აზრით, „აგრეთვე საჭიროა ხორბლის და მრავალწლოვანი კულტურების ისეთი ჯიშების შერჩევა, რომლებიც მშრალ კლიმატს უფრო შეეგუებიან.“ გრძელვადიან პერსპექტივაში შესალებელია ჰესების აშენება და ქარის ენერგიის გამოყენება.

Wednesday, June 2, 2010

რა საჭიროა ამომრჩველთა ორი სია არჩევნების დღეს

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების №8 დიდუბის ოლქის №4 საარჩევნო უბანზე, რომელიც მდებარეობს თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის სახელმწიფო ცენტრალური საბავშვო თეატრში (მოზარდ-მაყურებელთა) საარჩევნო უბნის გახსნის მომენტიდან, ხმის მიცემის პროცესის დასრულებამდე, გარეთ იმყოფებოდა რამოდენიმე ქალბატონი, რომლებსაც ჰქონდათ სიები, და აღრიცხავდნენ უბანზე მოსულ ამომრჩევლებს. ერთ-ერთ ქალბატონს, ჰქონდა მთლიან ამომრჩეველთა სია, ხოლო იმ პიროვნებებს, რომლებიც მასთან მიდიოდნენ ჰქონდათ უფრო მცირე ფართობის მომცველი სიები. მთავარი სია წარმოადგენდა მხოლოდ რიცხვების ნუსხას. პატარა სიებში კი აღნიშნული იყო პიროვნება, მისამართი და თითოეულს ჰქონდა მინიჭებული პირადი ნომერი, რომელსაც ამომრჩევლის მოსვლის შემთხვევაში აღნიშნავდნენ მთავარ სიაში. ჩვენ დავინტერესდით თუ რა სიები იყო ეს და რომელი ორგანიზაციიდან იყვნენ თვითონ, რაზეც მათ გვიპასუხეს, რომ: „ჩვენ ჩვენს საქმეს ვაკეთებთ, უბრალოდ ჩვენს ამომრჩევლებს აღვრიცხავთ“. ქალბატონებმა თავიანთი ვინაობის დასახელებაზე უარი განაცხადეს.
საარჩევნო უბანზე იყო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დამკვირვებელი მარინე ორბელაძე, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა უბნის გარეთ არსებული სიების კონტროლში. კომისიის რამოდენიმე წევრმა პირად საუბარში იგი უბნის კოორდინატორად მოიხსენია. ქალბატონი მარინე უმუშევარია. მისი თქმით იგი უბნის კოორდინატორი არ გახლავთ. მან განაცხადა: ”მე უბრალოდ ნაციონალური მოძრაობის დამკვირვებელი ვარ”. იგი დროდადრო გადიოდა სააჩევნო უბნიდან და იღებდა ინფორმაციას მისული ამომრჩევლების ვინაობისა და რაოდენობის შესახებ. გარდა ამისა, იგი სიტყვიერ ზეწოლას ახდენდა ამომრჩევლებზე. აღსანიშნავია, რომ მარინე ორბელაძე ძალიან ბევრ ამომრჩეველს პირადად იცნობდა, განსაკუთრებით მათ ვინც გარეთ მდგომ ქალებთან აღწერას გადიოდა.
საარჩევნო უბანთან ჩაიარა ახალგაზრდა გოგომ, რომელსაც მან სახელით მიმართა. მარინე ორბელაძემ აგრესიული ტონით უთხრა: „მონიკა, სად ხართ შენ და დედაშენი, ხომ გითხარით რომ 5 საათამდე უნდა მოსულიყავით ხმის მისაცემად, სასწრაფოდ წადი სახლში და ორივე დროზე მოდით.“ გოგონამ უპასუხა, რომ უნარების გაკვეთილი ჰქონდა და მოგვიანებით მოვიდოდა, რაზეც ქალბატონმა მარინემ უთხრა: ”არ მაინტერესებს შენი გაკვეთილი, დროზე ჩამოდით”. რამდენიმე წუთში გოგონა საარჩევნო უბანზე გამოჩნდა და ხმა მისცა.
დაახლოებით ხუთი საათისთვის, ქალბატონი მარინე გავიდა საარჩევნო უბნის გარეთ, კიდევ ერთხელ შეამოწმა მოსულთა რაოდენობა. შემდეგ დარეკა ერთ–ერთ ამომრჩეველთან და მოუწოდა, რომ დროულად მოსულიყო საარჩევნო უბანზე.
ასევე საარჩევნო უბანზე მოძრაობდა ახალგაზრდა კაცი, რომელიც საკმაოდ აგრესიულად იქცეოდა და ჰქონდა ე.წ. ”ძველი ბიჭის” მანერები. ის მთელი დღის განმავლობაში შემოდიოდა საარჩევნო უბნის შემოსასვლელში. ასევე რამოდენიმეჯერ შემოყვა მამაკაც ამომრჩევლებს და მათთან ერთად გავიდა უბნიდან. შემდეგ მოითხოვა სკამი და დაჯდა საარჩევნო უბნის კიბეებზე. იგი ეჩხუბებოდა გარეთ მდგომ რამოდენიმე მამაკაცს და ერთ-ერთ მათგანს უყვირა: ”ნუ მაცდენ, ძალიან ბევრი საქმე მაქვს. ხალხი მყავს მოსაყვანი”. იგი საარჩევნო უბნის დახურვის შემდეგაც იმყოფებოდა უბნის ტერიტორიაზე და პერიოდულად ფანჯრიდან ეძახდა მარინე ორბელაძეს.
ექვსის ნახევარზე მარინე ორბელაძესთან მივიდა ქალბატონი, რომელსაც ჰქონდა ერთ–ერთი სია და უთხრა: „ჩემი სიიდან სამი კაცი აკლია, დანარჩენი ყველა მოვიდა.“
მარინე ორბელაძის ქმედებები არღვევს საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე–8 მუხლის მეორე პუნქტს, რომლის მიხედვითაც აკრძალულია ნებისმიერი ზემოქმედება, რომელიც ზღუდავს ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენას, და კონტროლი ამომრჩევლის ნების გამოვლენაზე. ქალბატონი მარინე, როგორც დამკვირვებელი, ასევე არღვევს ამავე კანონის 70–ე მუხლის მე–2 (გ) პუნქტს: აგიტაცია გაუწიოს ამომრჩეველს რომელიმე საარჩევნო სუბიექტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ.
გარეთ არსებულ სიტუაციაზე ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენელმა საარჩევნო კომისიაში მაია შუშიაშვილმა გვითხრა, რომ უბნის კოორდინატორებს, როგორიცაა მარინე ორბელაძე 300 ხმის უბანზე შემოტანის შემთხვევაში, უნიშნავენ 200 ლარიან ყოველთვიურ ხელფასს მთელი წლის განმავლობაში. №8 დიდუბის ოლქის №4 საარჩევნო უბანზე მოვიდა 627 ამომარჩეველი, აქედან თბილისის მერი არჩევნებში 312 ხმა მიიღო სახელისუფლებო პარტიის კანდიდატმა. შესაძლებელია თუ არა გარეთ არსებული სიტუაციის კონტროლი და ვის კომპეტენციაშია ეს, ჩვენ ვკითხეთ საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარე ნაზი ნადირაძეს, რაზეც მან განაცხადა, რომ მას ეხებოდა მხოლოდ საარჩევნო უბნის შიგნით არსებული სიტუაციის კონტროლი, ხოლო გარეთ არსებული პროცესები მისი პრეროგატივა არ იყო და, რომ საქართველოს საარჩევნო კოდექსი გარეთ არსებულ სიტუაციებს არ აკონრტოლებს.