Tuesday, April 27, 2010

ჩემი ბავშვობის სუნი


რამდენიმე დღის წინ გამიჩნდა იდეა მზესუმზირას ვიყიდი და მოხალავ-თქო, ხოდა ვიყიდე, გავრეცხე და ჩემს ტეფალის ტაფაზე დავყარე. უცებ მთელს სახლში ჩემი ბავშვობის სუნი დარტიალდა. გამახსენდა როგორ ხალავდა ბებიაჩემი ყოველ საღამოს მზესუმზირას. მერე ტრადიციულად გაზეთზე გადმოვყარე მოხალული, და ტრადიციულად ცოტა დამეწვა.
ერთი ხანობა კი გამეღვიძა რომანტიკული გრძნობები ბავშვობასთან დაკავშირებით, მაგრამ მერე გამახსენდა რომ ამ მზესუმზირას უშუქობის და სიცივის დროს ვჭამდი, გამახსენდა "კერასინკის" სუნი და გაზის ნათურის გრგვინვა, 12 ვოლტიანი ტელევიზორი და აკუმულატორის ნათურის ბჟუტვაზე ნამეცადინები გაკვეთილები და წაკითხული წიგნები. ხოდა ეგრევე გამოვერკვიე და სასწრაფოდ გამოვაღე კარი, რომ ეს სუნი როგორმე გამეყვანა!იმედი მაქვს არც ის და არც მისი თანმდევი ასოციაციები არც ჩემს და არც არავის ცხოვრებაში აღარ დაბრუნდება.
P.შ. ისე ჩემი ბავშვობა მაინც კარგად მახსენდება :D

No comments:

Post a Comment