Saturday, May 29, 2010

ვინც ჩვენიანი არ არის ანუ წინასაარჩევნო ტერორი თბილისში



ახლა თბილისში წინასაარჩევნო ციებ–ცხელებაა. კანდიდატები და მათი მომხმრები ცდილობენ დაუმტკიცონ ამომრჩევლებს, რომ სწორედ ისინი არიან ღირსები მართონ ქალაქი. ხმების მოზიდვას კი ყველა სხვადასხვანაირად ცდილობს. ზოგი რეკლამით, ზოგი ბილბორდით, ზოგი ამომრჩეველთან შეხვედრით, მაგრამ არის კიდევ ერთი გზა და ეს გზა უკანონო და საშიშია. თბილისის ერთ– ერთ უბანში, ჩუღურეთს რაიონში ხმების მოსაზიდად სახელისუფლებო პარტია და კანდიდატები ტერორს და დაშინებასაც არ ერიდებიან. საერთოდ აგიტაციის მეთოდი ასეთია: ნაციონალების შტაბის წარმომადგენელი მიდის სახლში, და ეკითხება ამომრჩეველს თუ ვის აძლევს ხმას. თუ პასუხი მისთვის მისაღბია, შემდეგ მისვლაზე უკვე პირად ნომერს სთხოვს და ამით საკმაოდ ბევრი ხალხი შინდება. წინაასაარჩევნო ტერორზე და ამომრჩევლების გადაბირების ხერხებზე ჩვენ ჩუღურეთს რაიონის ერთ– ერთ მცხოვრებს ვესაუბრეთ. მან თავისი ვინაობის გამხელა არ ისურვა, რადგანაც უკვე რამდენჯერმე იწვნია თავის თავზე წინასააჩევნო ტერორი.

საარჩევნო კამპანიის დაწყებისთანავე, ქალბატონ ლალის (სახელები აქ და ყველგან შეცვლილია) დაუკავშირდნენ ე.წ. ახლობლები და უთხრეს, რომ მის შვილს, 21 წლის დათოს ნარკოტიკული ნივთიერების ჩადებას უპირებდნენ. ქალბატონ ლალის ჰყავდა ახლობლები პოლიციაში და გაარკვია, რომ ეს რეალური იყო. „ამას მე ვერ გავიგებდი, მაგრამ თავისი ჩინის პოლიციელისგან რომ ვცადე „ჩაწყობა“, არ წამოვიდა ამაზე, გამზადებული ჰქონდათ წამალი ჩასადებად. მეორე–მესამე დღეს უკვე ჩაუდებდნენ.“ შემდეგ ქალბატონმა ლალიმ რაიონის სამმართველოს უფროსთან, რომელიც მისი ახლობელია, გაარკვია, რომ შესაძლებელი იყო მისი ჩარევით დაენებებინა თავი დათოსთვის. „საამმართველოს უფროსთან „ჩავაწყეთ“. თავს დაგანებებენ და უნდა მიეხმაროო, დათომ კატეგორიული უარი უთხრა. მაშინ მან უთხრა მაშინ შეპირდიო, ამან – არც არაფერს არ შევპირდებიო. ის ვეღარ დაემუქრა, იმიტომ რომ ახლობელი იყო და დაანებეს თავი.“ თავიდან ეს ამბავი იქიდან დაიწყო, რომ ერთხელ დათო წაიყვანეს ნარკოლოგიური ექსპერტიზის ცენტრში. მას შემდეგ კიდევ რამოდენიმეჯერ ჰქონდათ იმავეს მცდელობა, მაგრამ მეზობლები ატყობინებდნენ ქალბატონ ლალის და მისი გამოსვლის შემდეგ აღარ მიყავდათ. „ნარკოლოგიურში ყავდათ ერთხელ დანარჩენ დროს კი ვუსწრებდი, იმიტომ რომ მირეკავდნენ. მე რომ შევქმნიდი იქ გნიასს, ხვდებოდა, რომ უნდა გამოეშვა. რამდენჯერაც მინდა იმდენჯერ წავიყვანთო, – მითხრა. ერთხელ მოასწრო და ზარი გამოუშვა გავვარდი და მივუსწარი.“ ქალბატონი ლალი იმასაც ამბობს, რომ მისი ქმარიც რამდენჯერმე ყავთ წაყვანილი იმავე დაწესებულებაში. „ ჩემი ქმარი იმდენჯერ ყავთ წაყვანილი, რომ ვეღარ ვითვლი. მორგებში მყავს ნაძებნი. იმ პოლიციაშიც დავრეკე, საიდანაც აიყვანეს, მაგრამ არ მითხრეს, რომ იქ იყო.“ დათოს რამდენიმეჯერ გადაუღეს ფოტო საკუთარ სახლთან. შემდეგ მამამისს კვლავ შეხვდნენ „ახლობლები“ და უთხრეს, რომ შტაბის სხდომაზე დათოზე იყო საუარი, მისით კუდ–ია (კონსტიტუციის დაცვის დეპარდამენტი) დაინტერესებულიო. „იმ დღეს ჭიშკართან სურათიც გადაუღეს. ჩერდება ჯიპი, ჩაწევს ფანჯარას და გიღებს სურათს. 2–ჯერ გადაუღეს. თვითონ ისინი არაფერს არ ეუბნებიან. მაგრამ ვიღაცას შეეშინდება, ვისაც არ შეეშინდება ჩაუდებენ, რა პრობლემაა.“ – ამბობს ქალბატონი ლალი.

ჩვენ დავინტერესდით იმითაც, თუ რა ხდება მას შემდეგ, რაც ადამიანს ნარკოტიკს ჩაუდებენ და დააკავებენ. ქალბატონმა ლალიმ გვითხრა, რომ ამის შემდეგ გიბარებენ საარჩევნო შტაბში და გეუბნებიან თუ რამდენი ხმა უნდა მიუტანო. ხმების მიტანა კი არის ის, რო უნდა მიიტანო სახელები და გვარები, თავისი პირადი ნომრით და ხელმოწერით. „დედამისს უთხრეს, რომ 500 ხმა უნდა ჩამოიტანოთო. მეც მოვუწერე ხელი, მაინც შვილი ყავს დაჭერილი, მაგრამ ვისაც ინდა იმას მივცემ ხმას. მაგრამ ბევრს შეეშინდებოდა რომ ხელი აქვს მოწერილი.“ ქალბატონი ლალი იმასაც ამბობს, რომ ხმების ასეთი შეგროვება პირველი არ არის, საპრეზიდენტო არჩევნების დროსაც ყოფილა მსგავსი შემთხვევები, მაგრამ შემდეგ ის დაკავებული არ გამოუშვიათ, ასე რომ, როგორც ჩანს ესეც არც ისე სანდო მეთოდია ახლობლის ციხიდან გამოსახსნელად.

ასეთი წინასაარჩევნო კამპანიის ფონზე კი საქართველოს პრემიერ–მინისტრი ნიკა გილაური დღეში რამოდენიმეჯერ არწმუნებს საქართველოს მოქალაქეებს ტელევიზიების საშუალებით, რომ დაშინება, მუქარა, დოკუმენტების გაყალბება და ახლობლების ციხიდან გამოშვების მიზნით ხმების შეგროვება უკანონო ქმედებებია და ისჯება კანონით.

1 comment:

  1. ანა, ზვიადმა მითხრა გადმომეცა, რომ არ ვარ მაინცდამაინც ამ სტატიის გამოქვეყნების მომხრეო, იმიტომ რომ ვერ მოვიფიქრეთ გადამოწმების გზა. :)

    ReplyDelete