Thursday, October 22, 2009

პარკირების ახალი კანონი








პირველი ოქტომბრიდან თბილისში ძალაში შევიდა პარკირების ახალი სისტემა. სერვისის ერთ წლიანი მოხმარების ბარათი 25 ლარი ღირს.

საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, დედაქალაქის ტერიტორიაზე, პარკირების რეგულირება და პარკირების ადგილების განსაზღვრა, თბილისის თვითმმართველობის ექსკლუზიურ უფლებამოსილებას წარმოადგენს. პირველ ოქტომბერს ძალაში შევიდა პარკირების 25 ლარიანი ბარათები, რომელთა შეძენის შემდეგ მძღოლს უფლება ეძლევა ერთი წლის განმავლობაში მანქანა გააჩეროს კანონით განსაზღვრულ პარკირების ადგილებზე. ხოლო რაიონებიდან ჩამოსულთათვის იქნება სპეციალური ტელეფონის ნომერი, რომელზე დარეკვის შემდეგაც მომხმარებელს სატელეფონო ანგარიშიდან ჩამოეჭრება 2 ლარი და ის მიიღებს ორ კვირიან დგომის უფლებას. ახალი სისტემის მიზანია, ავტომანქანის მფლობელებს გაუმარტივონ პარკირების პირობები.

ერიის ინიციატივით, ჯარიმები, რომლებიც ათი ლარიდან 40 ლარამდე იყო, შემცირდა და ახლა ყვლა ტიპის ჯარიმა შეადგენს 10 ლარს გარდა იმ გამონაკლისისა, როდესაც მძღოლს მანქანა გაჩერებული ყავს დგომა გაჩერების აკრძალულ ადგილას და თავად იქ არ იმყოფება, ამვომობილი ექვემდებარება ევაკუატორით დაცულ სადგომზე გადაყვანას . ამ შემთხვევაში მძღოლი იხდის ევაკუატორის მომსახურების 60 ლარს და ჯარიამს 10 ლარის ოდენობით. ჯარიმა გადახდილ უნდა იქნას 30 დღის ვადაში. დაჯარიმების შემთხვევასი მძღოლს ქვითარი ხვდება საქარე მინაზე ხოლო მისი ასლი კი ეგზავნება სპეციალური ფოსტით იმ მისამართზე სადაც არის რეგისტრირებული, განაცხადა C.T.PARK _ის საზოგადოებასთან ურთიერთბის სამსახურის მენჯერმა გიორგი ჯაფარიძემ. მას შემდეგ რაც მძღოლი მოაწერს ხელს ფოსტით მიღებულ ქვიტარს იწყება ამ 30 დღის ათვლა. გადაუხდელობის შემთხვევაში ჯარიმის თანხასთან ერთად ირიცხება საურავი 150 ლარი,რომელიც ამავე 30მდღის ვადაში უნდა იქნეს გადხდილი. იმ შემთხვევაში თუ საურავი და ჯარიმა არ იქნება გადახდილი დადგენილ ვადაში მაშინ კომპანია C.T.PARK–ი უფლებას იტოვებს საქმე გადასცეს სააღმსრულებლო ბიუროს. როგორც გიორგი ჯაფარიძე აცხადებს დღესდღეობით კომპანიაში ხუთასამდე ჯარიმა შემოდის მისი თქმით ოფიციალური დაჯარიმება პირველი ნოემბრიდან დაიწყება.

მიუხედავად ამ მომსახურეობისა მძღოლებს მაინც ხვდებათ პარკირების ადგილებში ეგრეთ წოდებულ „სტაიანშკები“. ისინი ამბობენ, რო მათი ფუნქცია მძღოლებისთვის დამატებითი მომსახურეობის გაწევაა. „ჩვენ ყურადღებას ვაქცევთ მანქანებს და გამოუცდელ მძღოლებს ვეხმარებით მანქანის დაყენებაში“ განაცხადა ავტო –საქალაქო სერვისის თანამშრომელმა. თავადვე ამბობენ, რომ ეს არ არის სავალდებულო, გადასახადი, ეს მოქალაქის კეთილი ნებაა.

Wednesday, October 21, 2009

„მე ადამიანი“– ფესტივალი „ბორბლებზე“


თბილისი 22 –  24 ოქტომერს  მშვიდობისა და ადამიანის უფლებების სამხრეთ კავკასიურ კინოფესტივალ  „მე–ადამიანი“–ს  მასპინძლობს. 

ფესტივალი სამხრეთ კავკასიაში 25 ადგილას ტარდება. იგი ყოველწლიურად მაყურებელს  12 მაღალხარისხოვან დოკუმენტურ ფილმს სთავაზობს.  საქართველოში  მესამედ იმართება.  ფესტივალი უკვე ჩატარდა   გორში, ნიქოზში და წეროვანში. თბილისის შემდეგ კი ის  ოზურგეთს, წყალტუბოს და  ქუთაისს ეწვევა.  

საქართველოში კინოფესტივალის ინიციატორები და დონორები არიან ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო“ და ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ოფისი. მას ასევე მხარს უჭერენ „ღია საზოგადოების“ ინსტიტუტი, შავი ზღვის რეგიონალური თანამშრომლობის ფონდი და შვეიცარიის საელჩო საქართველოში.

ფესტივალის მიზანია კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების იდეის პოპულარიზაცია.  მის ფარგლებში ნაჩვენები იქნება 7 დოკუმენტური ფილმი, რომელიც სამ დღეზე გადანაწილდება.  ყოველი დღის ბოლოს კი გაიმართება დისკუსიები მოწვეულ სტუმრებთან ერთად.  „სტუმრებს ვარჩევთ თემატურად, მათ, ვისაც რაიმე აქვთ სათქმელი“ განაცხადა თბილისის ფესტივალის თანაორგანიზატორმა ანა მარგველაშვილმა. ფესტივალის კოორდინატორ ჰელენა ზაიცოვას თქმით: “სამხრეთ კავკასიელი მაყურებელი ამ ფილმებში საკუთარი თავის დანახვას შეძლებს, რამეთუ ფილემბში ბევრია პარალელი მათ მდგომარეობასთან. საფესტივალო დისკუსიები ერთგვარი ფორუმია, სადაც საკუთარი აზრის გამოხატვა და სხვათა პოზიციის მოსმენაა შესაძლებელი.“  ის მთელი სამხრეთ კავკასიის მასშტაბით აჩვენებს დოკუმენტურ ფილმებს შერიგებაზე, ადამიანის უფლებებსა და კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებაზე, მაყურებელს კი ფილმებში წარმოდგენილი მწვავე თემების განხილვისკენ მოუწოდებს.

ანა მარგველაშვილის განცხადებით, ფესტივალი მცირებიუჯეტიანია, სულ 1500 ლარია გამოყოფილი. ბიუჯეტი ფარავს ელემენტარულ ხარჯებს: პლაკატი, მოსაწვევი და ა.შ. ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ წელს უფრო მეტი ხალხი მიიღებს მონაწილეობას და აუდიტორია დისკუსიებში უფრო გახსნილი იქნება.

Thursday, October 8, 2009

თურქეთი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას აპირებს?

გავლენიანი თურქული გამოცემა Milliyet-ი ავრცელებს ინფორმაციას, რომ შესაძლოა თურქეთმა ჩრდილოეთ კვირპოსის დამოუკიდებლობის აღიარების სანაცვლოდ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიაროს. როგორც კორესპონდენტი ამბობს, ამ თემაზე უკვე საუბრობენ თურქეთის ხელისფულებაში. ქართველი ექსპერტების შეფასებით, ეს თურქეთისთვის მომგებიანი არ არის, რადგანაც ეს მას ურთიერთობებს ნატოსა და ევროკავშირში დაუძაბავს. ასევე ეს იმოქმედებს მის მეზობლობაზე საქართველოსთანაც. ამასთანავე დგება სხვა პრობლემაც, თუ თურქეთი სეპატარისტულ რეგიონებს აღიარებს, სომხეთი მოითხოვს მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის გამოცხადებას. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ თურქული ბიზნესის კვალი აფხაზეთის ტერიტორიაზე უკვე კარგად ჩანს და ამის დამალვას თვითონ თურქებიც აღარ ცდილობენ.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ინფორმაციის მოძება მხოლოდ ერთ ინტერნეტ გამოცემა ამბები.გე–ზე შევძელი, მაინც მნიშვნელოვნად ჩავთვალე ამ ინფორმაციის გაშუქება

Wednesday, October 7, 2009

ღირდა კი?

დღევანდელი ნიუსის მომზადების დროს გამიჩნდა სურვილი დამეწერა თემაზე, არის თუ არა ჟურნალისტების უფლებები დაცული და საერთოდ, უსაფრთხოა თუ არა ჟურნალისტობა, უფრო სწორად კი ემუქრება თუ არა ჟურნალისტის სიცოცხლეს რეალური საფრთხე, როდესაც ის ისეთ თემაზე მუშაობს, რომელიც საზოგადოების ამა თუ იმ წარმომადგენელს არ მოსწონს. ანა პოლიტკოვსკაია, რომელიც 3 წლის წინ საკუთარი სახლის წინ სუპერმარკეტიდან მომავალი ჩაცხრილეს, რუსეთის ხელისუფლების კრიტიკოსი იყო. ის წერდა ჩეჩნეთში ადამიანის უფლებების დარღვევებზე. ჟურნალისტის გაუხსნელი მკვლელობის მაგალითის მოტანა ქართული რეალობიდანაც შეგვიძლია. გიორგი სანაია, რომელიც უფრო გაურკვეველ ვითარებაში მოკლეს. ის, როგორც ამბობენ, პანკისის ხეობაში მიმდინარე უკანონობის შესახებ ფლობდა ინფორმაციას, კვალი კი ხელისუფლების საკმაოდ მაღალ ეშელონებამდე მიდიოდა, ეს კი მათ საფრთხეს უქმინდა, ამიტომაც მოიშორეს იგი. საინტერესო იქნეოდა უფრო ღრმა ჟურნალისტური გამოძიება ჩატარებულიყო ამ საკითხზე, რატომ კლავენ ჟურნალისტებს და რატომ რჩება მათი საქმეების გამოუძიებელი წლების განმავლობაში.

ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელოიდან სამი წლის შემდეგ...



დღეს ჟურნალისტ ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობიდან სამი წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით მოსკოვში აქცია გაიმართა. მიტინგი ზუსტად 16.03 წუთზე წუთიერი დუმილით დაიწყო, ანუ ზუსტად მაშინ, როდესაც კილერმა ჟურნალისტი თავის სახლთან ჩაცხრილა. შემდეგ სიტყვით გამოვიდნენ: “ნოვაია გაზეტა“–ს მთავარი რედაქტორი დიმიტრი მურატოვი, ჟურანლისტი ალექსანდრ პოდრაბინეკი და სხვები. აქცია ორგანიზებული იყო გაზეთ „ნოვაია გაზეტა“–ს მიერ, რომლის თანამშრომელიც იყო პოლიტკოვსკაია. სააგენტო „ინტერფაქსის“ ცნობით, მიტინგის ჩატარების შესახებ განცხადება 1500 დამსწრე ადამიანზე იყო შეტანილი, მაგრამ სანქცია მხოლოდ 350 კაცზე გასცეს. მიუხედავად ამისა, გაზეთ „ლენტა.რუ“–ს ცნობით აქციაზე 700 მონაწილე მივიდა, 350 კაცი სპეციალურად შემოსაზღრულ ადგილზე იდგა, 350 – კი მის გარეთ.
ჟურნალისტის მკვლელობა ისევ გაუხსნელია, მართალია სამი ეჭვმიტანილი დააკავეს, მაგრამ ისინი ნაფიც მსაჯულთა საბჭომ უდანაშაულოდ სცნო და გაათავისუფლეს.გამოძიებაში ახალი დეტალები იკვეთება და ოჯახის თხოვნით საქმე ხელახალ ძიებაში ბრუნდება. პოლიტკოვსკაიას ოჯახის წევრებს იმედი აქვთ, რომ საქმის ახალი მსვლელობა გამოააშკარავებს ნამდვილ მკვლელებს. რადიო თავისუფლების ცნობით, როგორც ჟურნალისტის შვილმა ილია პოლიტკოვსკიმ განაცხადა: “გამოძიებას გაუჩნდა ახალი შანსი. მე ვფიქრობ, ეს არის უკანაკსნელი შანსი, რადგან, სინამდვილეში, ძალიან დიდი დრო გავიდა. და ჩვენ ძალიან ვიმედოვნებთ, რომ ისინი გამოიყენებენ ამ შანსს.”
პოლიტკოვსკაიას გარდაცვალების 3 წლის თავი ლონდონში და თბილისშიც აღნიშნეს. ლონდონში, სენტ ბრაიდის ეკლესიაში, რომლიც პრესის ქუჩაზე - ფლიტ სტრიტრზე - მდებარეობს, ჟურნალისტის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს. თბილისში რუსეთის საელჩოსთან `თავისუფლების ინსტიტუტის` წევრები და ქართველი ჟურნალისტები შეიკრიბნენ. მათ სამძიმარი გამოუცხადეს ჟურნალისტის ოჯახს.
ამ ამბის შესახებ დღესძალიან ბევრი მედია საშუალება იუწყებოდა. ამბები.გე , ინტერპრესნიუსი, ლენტა.რუ, რუსთავი2, რადიო თავისუფლება და ა.შ. ყველგან თითქმის ერთი და იგივე ითქვა, ყურადღება გამახვილებული იყო იმაზე, რომ ჟურნალისტის მკვლელობა ჯერ კიდევ გამოუძიებელია და მკვლელები დაუსჯელნი არიან.

Tuesday, October 6, 2009

სახელმძღვანელოების გრიფირება და არჩევანის თავისუფლება




სკოლებში სახელმძღვანელოების შერჩევა, კიდევ ერთი თემაა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მასზე აქცენტი არც ერთ მედია საშუალებაში არ გაკეთებულა. ახალი კანონის მიხედვით სახელმძღვანელოებზე გრიფის მინიჭების პროცედურა შეიცვალა და, გარკვეულწილად, გამარტივდა. ახლა ყველა სახელმძღვანელოს ენიჭება გრიფი, რომელიც გრიფირეის ელემენტარულ ნორმებს აკმაყოფილებს, შესაბამისად გაჩნდა ძალიან ბევრი ალტერნატივა თითოეული საგნის სხვადასხვა კლასის სახელმძღვანელოებზე. არჩევანის უფლება კი მიეცა მასწავლებელს და სკოლის საბჭოს.
ამ პრობლემაზე მუშაობა ჩამთვის საინტერესოა იმიტომ, რომ განათლების სისტემასთან ერთელ უკვე მქონდა კავშირი, სტუდენტობისას განათლების სისტემაზე მაქვს გაკეთებული კვლევა.

პრეზიდენტის ახალი ინიციატივა




დღეს მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტს ახალი ეკონომიკური პაკეტი „ეკონომიკური თავისუფლების აქტი’’ წარუდგინა. ეს აქტი, მისი აზრით,მაქსიმალურად შეზღუდავს აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ ლიბერალური ეკონომიკური კურსიდან გადახვევის შანსებს. ამ შეთავაზებების უფრო გასამყარებლად პრეზიდენტის ინიციატივით, ცვლილებები შემდგომი შევა საქართველოს კონტუტიციაში:კონსტიტუციით განისაზღვრება, რომ საბიუჯეტო ხარჯების შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან არ უნდა იყოს 30%-ზე მეტი, ბიუჯეტის დეფიციტის შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან, არ უნდა იყოს 3 პროცენტზე მეტი და ასევე მთლიან შიდა პროდუქტთან სახელმწიფო ვალის შეფარდებამ არ უნდა გადააჭაროს 60%–ს. ასევე ბიზნესის წარმოების გასამარტივებლად წარმოდგენილი იქნა შემდგომი დებულებები: რომ აიკრძალოს არსებული ნებართვების და ლიცენზიების რაოდენობის გაზრდა.აირძალება სახელმწიფოს მიერ ფასების დადება ნებისმიერ მოსახურებასა თუ პროდუქტზე. სახელმწიფო თავის უფლებებს კვეცავს საბანკო სფეროშიც. პრეზიდენტის ინიციატივის თანახმად, სახელმწიფოს კონსიტუციით აეკრძალება წილის ფლობა კომერციულ ბანკებში. ასევე აიკრძალა ახალი მარეგულირებელი სახელმწიფო სტრუქტურის შექმნა. პრეზიდენტმა სააკაშვილმა ყველაზე მინშვნელოვნად ამ ინიციატივაში დაასახელა ცვლილებელი საგადასახადო სისტემაში, მისი თქმით, სახელმწიფოს არ შეეძლება ახალი გადასახადების დაწესება, ან საგადასახადო განაკვეთის გაზრდა. ეს მოხდება მხოლოდ გამონაკლისის სახით, ისიც ხალხთან შეთანხმებით, ანუ ყველა ასეთ საკითხზე ჩატარდება რეფერენდუმი.

ამ ნიუსზე თითქმის ყველა საინფორმაციო საშუალება წერს და ყველა საკმაოდ ვრცლად. რუსთავი2–მა და იმედმა საკმაოდ ვრცელი სიუჟეტები დაუთმეს ამ ინიციატივას. ამბები.გე–მ და ინტერპრესნიუსმა ინიციატივის თითოეულ პუნქტზე მოამზადეს ცალ–ცალკე სტატიები. უნდა ითქვას, რომ ზემოთ მოხსენიებული ყველა მედია საშუალება დაახლოებით ერთსა და იმავეს ამბობს. ტელეკომპანია კავკასიამ მთლიანი გადაცემა მიუძღვნა ამ ინიციატივის განხილვას, სადაც ეკონომისტმა ლადო პაპავამ შეაფასა „ეკონომიკური თავისუფლების აქტი“ და მისი შეფასებები ძირითადად უარყოფითი იყო.

Monday, October 5, 2009

დღის ნიუსი

საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ –ს ცნობით, ნეიტრალური წყლების გავლით სეპარატისტული აფხაზეთის ტერიტორიაზე მიმავალი სატვირთო გემების უსაფრთხოებას რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გემები დაიცავენ. ეს იდეა სერგეი ლავროვს ეკუთვნის. ამჟამად ოჩამჩირეში იქმნება სპეციალური ინფრასტრუქტურა, რომელმაც რუსული ხომალდების ბაზირება უნდა უზრუნველყოს. ქართულმა მხარემ არაერთხელ განაცხადა, რომ დააკავებს მასთან შეუთანხმებელი მარშრუტით აფხაზეთისკენ მოძრავ ყველა გემს.


ამ ნიუსის გარშემო ორივე მედია საშუალება, სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2 და ინტერპრესნიუსიც ერთსა და იმავე ინფორმაციას გვაწვდის და ორივე ერთსა და იმავე წყაროს ასახელებს: ეს არის ‘რია ნოვოსტი’. ორივე ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ნეირტალური წყლების გავლით სეპარატისტული აფხაზეთის ტერიტორიაზე ტვირთების გადაადგილებაზე უსაფრთხოების პასუხისმგებლობის რუსეთის მიერ აღება სერგეი ლავროვის იდეაა. ორივე მედია საშუალება ამბობს, რომ ოჩამჩირესთან მიმდინარეობს ახალი სტრუქტურის ფორმირება, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ტვირთების გაცილება. რუსთავი 2 ინტერპრესნიუსისგან განსხვავებით ამატებს იმასაც, რომ საქართველოს ტერიტორიულ წყლებში უკვე იმყოფება რუსეთის რამდენიმე სამხდრო გემი. ინტერნპრესნიუსი აქვეყნებს ქართული მხარის პოზიციას, რომ ის დააკავებს აფხაზეთისკენ მოძრავ ყველა გემს, რომლის მარშრუტიც არ იქნება შეთანხმებული საქართველოსთან.

ჩემთვის საინტერესო თემა

თბილისის ცენტრში, მზიურის პარკში მიმდინარეობს გზის მშენებლობა, რასაც ეწირება მდინარე ვერე. ასევე ჭრიან ხეებს და ყრიან მდინარეში. ამის გასაპროტესტებლად მივიდნენ ‘მზიურის გადარჩენის’ ჯგუფის წევრები, მაგრამ არც ერთმა მედია საშუალებამ არ გააშუქა ეს ფაქტი.
ამ თემაზე მუშაობა ჩემთვის საინტერესოა იმიტომ, რომ ზოგადად გარემოს დაცვასთან დაკავშირებული საკითხები ჩემი ინტერესის სფეროს წარმოადგენს და გარგა ამისა, ეს ისეთი პრობლემაა, რომზელზეც დღეს თუ არ დავწერეთ და ვილაპარაკეთ, ხვლა უკვე აზრი აღარ ექნება.

Friday, October 2, 2009

ფიქრნი აწმყოსა და მომავალზე:)

არ ვიცი რატომ ხდება ასე, მაგრამ გარემოს დაცვა და ეკოლოგია, რატომღაც ჩვენს საზოგადოებაში უყურადღებოდაა დარჩენილი.არადა ეს ისეთი პრობლემაა, რომელზეც დღეს თუ არ ვიფიქრეთ, ხვალ გვიან იქნება. დღეს თუ ხე მოვჭერით, ხვალ ის აღარ ამოვა და შესაბამისად, არც ჟანგბადი გვექნება. დღეს თუ დენის აპარატით თევზი დავიჭირეთ, ხვალ აღარ იქნება.
ზოგს ამ პრობლემების მიმართ უყურადღებობის მიზეზად სხვა პრობლემატური საკითხების უფრო მეტი აქტუალურობა მიაჩნია, ზოგს კი მართლაც რომ არ აინტერესებს რა ელის გარემოს ხვალ და არც იმაზე ფიქრობს, რომ გარემოს დაბინძურება, დღეს თუ ხვალ მასზეც მოახდენს გავლენას.
ჩვენს საზოგადოებაში დღეს ის უფრო მნიშვნელოვანია, ვინ ვის მიყვება ცოლად, ან უფრო უარესი, ვინ ვის გაშორდა, ადამიანების ქმრებზე და საყვარლებზე 3 საათიან გადაცემებს აკეთებენ, მაგრამ 2 წუთან სიუჟეტსაც კი არ არ უთმობენ ისეთ პრობლემებს, როგორიცაა მაგალითად ხეების ჩეხვა, მდინარეების დაშრობა, ბრაკონიერობა, რომლის წყალობითაც მდინარეებში თევზი აღარ არის და ტყეში – ცხოველები. თუ ჩემი არ გჯერათ, გადახედეთ ყველაზე რეიტინგულ ტელევიზიებში გადაცემის ანონსებს, ან ყველაზე კითხვად სტატიებს ინტერნეტ სივრცეში. ყველაგან ერთი და იგივეა, რუსთავი 2–ზე თუ ინგა გრიგოლიასა და ლალი მოროშკინას ქმრებზე ყვებიან, ინტერნეტ სივრცეში ყველაზე პოპულარული ინტერვიუებია:იურმალის კონკურსის ქართველი მონაწილე მარინა ბერიძეს გაუნაწყენდა , თიკა ჯამბურიას ექსპარლამენტარმა დედამთილმა ბინა აჩუქა, ჰქონდა თუ არა სოფო ნიჟარაძეს რომანი პაველ ბურესთან და მიჰყვება თუ არა ცოლად ნიკა გილაურს და ა.შ. ეს ჩემი მოგონილი არ არის , შეგიძლიათ ხუთშაბათობით მაია ასათიანს უყუროთ, ან ამბები.გე–ზე შეხვიდეთ. და ა.შ. ეს ჩემი მოგონილი არ არის , შეგიძლიათ ხუთშაბათობით მაია ასათიანს უყუროთ, ან ამბები.გე–ზე შეხვიდეთ.
არ ვიცი რა არის ამის მიზეზი, როგორც ჩემმა ერთ–ერთმა ლექტორმა თქვა, მასობრივი ინფორმაციის წყაროები მხოლოდ იმას აწვდიან ხალხს რაც მას უნდა, თუ პირიქით, ხალხი იმას ითხოვს, რასაც მასობრივი ინფორმაციის წყაროები აწვდიან... ანუ მასმედია აზომბებს ხალხს, თუ ხალხი მასმედიას...
ზუსტად არ ვიცი როგორ უნდა მოვახერხოთ ის, რომ ნამდვილად საჭირბოროტო პრობლემებზე გავამახვილოთ საზოგადოების ყურადღება, მაგრამ ჩემი ეს აბდაუბდა წარმოდგენები, იმედია ერთ ადამიანს მაინც დააფიქრებს ამ პრობლემებზე.