საარჩევნო უბანზე იყო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დამკვირვებელი მარინე ორბელაძე, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა უბნის გარეთ არსებული სიების კონტროლში. კომისიის რამოდენიმე წევრმა პირად საუბარში იგი უბნის კოორდინატორად მოიხსენია. ქალბატონი მარინე უმუშევარია. მისი თქმით იგი უბნის კოორდინატორი არ გახლავთ. მან განაცხადა: ”მე უბრალოდ ნაციონალური მოძრაობის დამკვირვებელი ვარ”. იგი დროდადრო გადიოდა სააჩევნო უბნიდან და იღებდა ინფორმაციას მისული ამომრჩევლების ვინაობისა და რაოდენობის შესახებ. გარდა ამისა, იგი სიტყვიერ ზეწოლას ახდენდა ამომრჩევლებზე. აღსანიშნავია, რომ მარინე ორბელაძე ძალიან ბევრ ამომრჩეველს პირადად იცნობდა, განსაკუთრებით მათ ვინც გარეთ მდგომ ქალებთან აღწერას გადიოდა.
საარჩევნო უბანთან ჩაიარა ახალგაზრდა გოგომ, რომელსაც მან სახელით მიმართა. მარინე ორბელაძემ აგრესიული ტონით უთხრა: „მონიკა, სად ხართ შენ და დედაშენი, ხომ გითხარით რომ 5 საათამდე უნდა მოსულიყავით ხმის მისაცემად, სასწრაფოდ წადი სახლში და ორივე დროზე მოდით.“ გოგონამ უპასუხა, რომ უნარების გაკვეთილი ჰქონდა და მოგვიანებით მოვიდოდა, რაზეც ქალბატონმა მარინემ უთხრა: ”არ მაინტერესებს შენი გაკვეთილი, დროზე ჩამოდით”. რამდენიმე წუთში გოგონა საარჩევნო უბანზე გამოჩნდა და ხმა მისცა.
დაახლოებით ხუთი საათისთვის, ქალბატონი მარინე გავიდა საარჩევნო უბნის გარეთ, კიდევ ერთხელ შეამოწმა მოსულთა რა
ასევე საარჩევნო უბანზე მოძრაობდა ახალგაზრდა კაცი, რომელიც საკმაოდ აგრესიულად იქცეოდა და ჰქონდა ე.წ. ”ძველი ბიჭის” მანერები. ის მთელი დღის განმავლობაში შემოდიოდა საარჩევნო უბნის შემოსასვლელში. ასევე რამოდენიმეჯერ შემოყვა მამაკაც ამომრჩევლებს და მათთან ერთად გავიდა უბნიდან. შემდეგ მოითხოვა სკამი და დაჯდა საარჩევნო უბნის კიბეებზე. იგი ეჩხუბებოდა გარეთ მდგომ რამოდენიმე მამაკაცს და ერთ-ერთ მათგანს უყვირა: ”ნუ მაცდენ, ძალიან ბევრი საქმე მაქვს. ხალხი მყავს მოსაყვანი”. იგი საარჩევნო უბნის დახურვის შემდეგაც იმყოფებოდა უბნის ტერიტორიაზე და პერიოდულად ფანჯრიდან ეძახდა მარინე ორბელაძეს.
ექვსის ნახევარზე მარინე ორბელაძესთან მივიდა ქალბატონი, რომელსაც ჰქონდა ერთ–ერთი სია და უთხრა: „ჩემი სიიდან სამი კაცი აკლია, დანარჩენი ყველა მოვიდა.“
მარინე ორბელაძის ქმედებები არღვევს საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე–8 მუხლის მეორე პუნქტს, რომლის მიხედვითაც აკრძალულია ნებისმიერი ზემოქმედება, რომელიც ზღუდავს ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენას, და კონტროლი ამომრჩევლის ნების გამოვლენაზე. ქალბატონი მარინე, როგორც დამკვირვებელი, ასევე არღვევს ამავე კანონის 70–ე მუხლის მე–2 (გ) პუნქტს: აგიტაცია გაუწიოს ამომრჩეველს რომელიმე საარჩევნო სუბიექტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ.
No comments:
Post a Comment