საქართველოში კლიმატური ცვილელებების შედეგების შემჩნევა დედოფლისწყაროს რეგიონში უკვე ჩვეულებრივ ადამიანსაც შეუძლია.
მარინა შვანგირაძის თქმით დედოფლისწყაროს მხოლოდ კლიმატის ცვლილების მიერ გამოწვეული პრობლემები არ აწუხებს. „აქ ჩვენ გვაქვს ანთროპოგენული ჩარევაც.“ მოსახლეობამ თვითნებურად გაჩეხა ქარსაფარები. გაზაფხულზე, როდესაც კულტურები ახალი დათესიალია იწყება ძლიერი ქარების პერიოდი, რომელიც ირა გაიპარაშვილის თქმით 15–30 სანტიმეტრს მიწას აცლის ნათესებს ზემოდან, ეს სწორედ ის ნაწილია, რომელიც კვებავს მცენარეს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროლემა არის ის, რომ აღარ ხდება ნიადაგის გამდიდრება სასუქით. როგორც ირა გაიპარაშვილი ისენებს, „ადრე იყო 3-ჯერადი კვება ნიადაგის, ეხლა ეს ხდება ერთხელ და ისიც მხოლოდ ფოსფორის შემცველი სასუქებით, ადრე იყო კალციუმის შემცველიც.“ მისი თქმით ნიადაგის გამდიდრებას მოსახლეობა მოსავლის აღების შემდგომ ყანების გადაწვით ცდილობს. მარინა შვანგირაძის აზრით, ეს რაღაც დროის განმავლობაში კი ზრდის მოსავლიანობას, მაგრამ კიდევ უფრო ფიტავს ნიადაგს. როდესაც მოსავლიანობა მცირდება, ფერმერები ნაკვეთს საძოვრად იყენებენ, მაგრამ შემდეგ გადაჭარბებული ძოვების გამო ეს მიწა საძოვრადაც აღარ გამ

ირა გაიპარაშვილი მცენარეთა საფარის გაღარიბებაზეც საუბრობს, ის ამბობს: „ადრე რომ გაივლიდი მინდორში, იყო ძალიან ბევრი ლამაზი ყვავილი, ახლა ასე არ არის. თუ ასე გაგრძლედა, გაუდაბნოება ელის შირაქს.“
როდესაც ფერმერები ვეღარ ღებულობენ მოსავალს და, შესაბამისად, ვეღარ ირჩენენ თავს, ისინი მოდიან დედოფლისწყაროს რაიონიდან და უკვე ეკომიგრანტები ხდებიან, ეს კი მარინა შვანგირაძის აზრით ბევრი მიზეზის გამოა საშიში, ჯერ ერთი ის ტერიტორიები ცარიელდება, ეს კი სახიფათა, რადგანაც დედოფლისწყარო სასაზღვრო ზონაა, აგრეთვე ეს ცუდია სხვა ქალაქებისთვისაც, რადგანაც ამდენი უმუშევარი ადამიანისთვის ახალი სამუშო ადგილების გამოძებნაა საჭირო, მაშინ როდესაც საქართველოში უმუშევრობის დონე ისედაც მაღალია და ამას სხვადასხვა ტერიტორიიდან წამოსული ლტოლვილებიც ემატება.
მარინა შვანგირაძე ამბობს, რომ დედოფლისწყაროს მოსახლეობა კლიმატური ცვილელებების და უარყოფითი ანტროპოგენული ჩარევის შედეგებს უკვე გრძნობს. თუმცა შესაძლებელია ისინი ამას ზუსტ სახელს ვერ არქმევენ, მაგრამ ამბობენ, რომ თუ ადრე ერთ ჰექტარ მიწაზე 4 ტონა ხორბალი მოდიოდა, ახლა 1– მოდის და 2 ტონა უკვე ძალიან კარგ მოსავლად ითვლება. პრობლემა იმაშიც არის, რომ გლეხებს არ აქვთ ინფორმაცია, თუ როგორ უნდა მოახერხონ ახალ კლიმატურ პირობებთან ადაპტაცია. მათ აქვთ წინაპრების გამოცდილება, თუ როგორ უნდა მოუარონ მიწას და ნათესებს, მაგრამ ეს ახალ პირობებში ყოველთვის საკმარისი არაა, ამიტომ მარინა შვანგირაძის აზრით, უნდა მოხდეს ინფორმაციის ფერმერებისთვის და მეურნეებისთვის მიწოდება. ირა გაიპარაშვილი ამობობს, რომ ყველაზე მძიმე შედეგი, რასაც მოსახლე იგრძნობს ამ ცვილებების გამო ეს ეკონომიკური უკუსვლა იქნება.
გამოსავალი ამ სიტუაციიდან არის იმაში, რომ უნდა დაიწყოს კლიმატურ ცვლილებებთან ადაპტაცია და შემცირდეს ადამიანების უარყოფითი ჩარევა. მარინა შვანგირაძე ამბობს, რომ ქარსაფარების აღდგენასთან ერთად უნდა გაშენდეს ენერგეტიკული ტყე, სადაც დაირგვება ისეთი ხეები, რომლებსაც ნიადაგის რეაბილიტაციის უნარი აქვს.
"აზოტის მჟავა" აირი არ არის, ანუ სათბურის ეფექტის შექმნაში ვერავითარ როლს ვერ ასრულებს :NO:
ReplyDelete"სასბურე გაზები" ძირითადად მოიცავს წყლის ორთქლს, ნახშირორჟანგს, მეთანს, აზოტის ქვეჟანგს და ფენოლებს.
:)