Wednesday, October 7, 2009

ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელოიდან სამი წლის შემდეგ...



დღეს ჟურნალისტ ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობიდან სამი წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით მოსკოვში აქცია გაიმართა. მიტინგი ზუსტად 16.03 წუთზე წუთიერი დუმილით დაიწყო, ანუ ზუსტად მაშინ, როდესაც კილერმა ჟურნალისტი თავის სახლთან ჩაცხრილა. შემდეგ სიტყვით გამოვიდნენ: “ნოვაია გაზეტა“–ს მთავარი რედაქტორი დიმიტრი მურატოვი, ჟურანლისტი ალექსანდრ პოდრაბინეკი და სხვები. აქცია ორგანიზებული იყო გაზეთ „ნოვაია გაზეტა“–ს მიერ, რომლის თანამშრომელიც იყო პოლიტკოვსკაია. სააგენტო „ინტერფაქსის“ ცნობით, მიტინგის ჩატარების შესახებ განცხადება 1500 დამსწრე ადამიანზე იყო შეტანილი, მაგრამ სანქცია მხოლოდ 350 კაცზე გასცეს. მიუხედავად ამისა, გაზეთ „ლენტა.რუ“–ს ცნობით აქციაზე 700 მონაწილე მივიდა, 350 კაცი სპეციალურად შემოსაზღრულ ადგილზე იდგა, 350 – კი მის გარეთ.
ჟურნალისტის მკვლელობა ისევ გაუხსნელია, მართალია სამი ეჭვმიტანილი დააკავეს, მაგრამ ისინი ნაფიც მსაჯულთა საბჭომ უდანაშაულოდ სცნო და გაათავისუფლეს.გამოძიებაში ახალი დეტალები იკვეთება და ოჯახის თხოვნით საქმე ხელახალ ძიებაში ბრუნდება. პოლიტკოვსკაიას ოჯახის წევრებს იმედი აქვთ, რომ საქმის ახალი მსვლელობა გამოააშკარავებს ნამდვილ მკვლელებს. რადიო თავისუფლების ცნობით, როგორც ჟურნალისტის შვილმა ილია პოლიტკოვსკიმ განაცხადა: “გამოძიებას გაუჩნდა ახალი შანსი. მე ვფიქრობ, ეს არის უკანაკსნელი შანსი, რადგან, სინამდვილეში, ძალიან დიდი დრო გავიდა. და ჩვენ ძალიან ვიმედოვნებთ, რომ ისინი გამოიყენებენ ამ შანსს.”
პოლიტკოვსკაიას გარდაცვალების 3 წლის თავი ლონდონში და თბილისშიც აღნიშნეს. ლონდონში, სენტ ბრაიდის ეკლესიაში, რომლიც პრესის ქუჩაზე - ფლიტ სტრიტრზე - მდებარეობს, ჟურნალისტის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს. თბილისში რუსეთის საელჩოსთან `თავისუფლების ინსტიტუტის` წევრები და ქართველი ჟურნალისტები შეიკრიბნენ. მათ სამძიმარი გამოუცხადეს ჟურნალისტის ოჯახს.
ამ ამბის შესახებ დღესძალიან ბევრი მედია საშუალება იუწყებოდა. ამბები.გე , ინტერპრესნიუსი, ლენტა.რუ, რუსთავი2, რადიო თავისუფლება და ა.შ. ყველგან თითქმის ერთი და იგივე ითქვა, ყურადღება გამახვილებული იყო იმაზე, რომ ჟურნალისტის მკვლელობა ჯერ კიდევ გამოუძიებელია და მკვლელები დაუსჯელნი არიან.

No comments:

Post a Comment