Tuesday, October 6, 2009

პრეზიდენტის ახალი ინიციატივა




დღეს მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტს ახალი ეკონომიკური პაკეტი „ეკონომიკური თავისუფლების აქტი’’ წარუდგინა. ეს აქტი, მისი აზრით,მაქსიმალურად შეზღუდავს აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ ლიბერალური ეკონომიკური კურსიდან გადახვევის შანსებს. ამ შეთავაზებების უფრო გასამყარებლად პრეზიდენტის ინიციატივით, ცვლილებები შემდგომი შევა საქართველოს კონტუტიციაში:კონსტიტუციით განისაზღვრება, რომ საბიუჯეტო ხარჯების შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან არ უნდა იყოს 30%-ზე მეტი, ბიუჯეტის დეფიციტის შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან, არ უნდა იყოს 3 პროცენტზე მეტი და ასევე მთლიან შიდა პროდუქტთან სახელმწიფო ვალის შეფარდებამ არ უნდა გადააჭაროს 60%–ს. ასევე ბიზნესის წარმოების გასამარტივებლად წარმოდგენილი იქნა შემდგომი დებულებები: რომ აიკრძალოს არსებული ნებართვების და ლიცენზიების რაოდენობის გაზრდა.აირძალება სახელმწიფოს მიერ ფასების დადება ნებისმიერ მოსახურებასა თუ პროდუქტზე. სახელმწიფო თავის უფლებებს კვეცავს საბანკო სფეროშიც. პრეზიდენტის ინიციატივის თანახმად, სახელმწიფოს კონსიტუციით აეკრძალება წილის ფლობა კომერციულ ბანკებში. ასევე აიკრძალა ახალი მარეგულირებელი სახელმწიფო სტრუქტურის შექმნა. პრეზიდენტმა სააკაშვილმა ყველაზე მინშვნელოვნად ამ ინიციატივაში დაასახელა ცვლილებელი საგადასახადო სისტემაში, მისი თქმით, სახელმწიფოს არ შეეძლება ახალი გადასახადების დაწესება, ან საგადასახადო განაკვეთის გაზრდა. ეს მოხდება მხოლოდ გამონაკლისის სახით, ისიც ხალხთან შეთანხმებით, ანუ ყველა ასეთ საკითხზე ჩატარდება რეფერენდუმი.

ამ ნიუსზე თითქმის ყველა საინფორმაციო საშუალება წერს და ყველა საკმაოდ ვრცლად. რუსთავი2–მა და იმედმა საკმაოდ ვრცელი სიუჟეტები დაუთმეს ამ ინიციატივას. ამბები.გე–მ და ინტერპრესნიუსმა ინიციატივის თითოეულ პუნქტზე მოამზადეს ცალ–ცალკე სტატიები. უნდა ითქვას, რომ ზემოთ მოხსენიებული ყველა მედია საშუალება დაახლოებით ერთსა და იმავეს ამბობს. ტელეკომპანია კავკასიამ მთლიანი გადაცემა მიუძღვნა ამ ინიციატივის განხილვას, სადაც ეკონომისტმა ლადო პაპავამ შეაფასა „ეკონომიკური თავისუფლების აქტი“ და მისი შეფასებები ძირითადად უარყოფითი იყო.

No comments:

Post a Comment