Friday, October 2, 2009

ფიქრნი აწმყოსა და მომავალზე:)

არ ვიცი რატომ ხდება ასე, მაგრამ გარემოს დაცვა და ეკოლოგია, რატომღაც ჩვენს საზოგადოებაში უყურადღებოდაა დარჩენილი.არადა ეს ისეთი პრობლემაა, რომელზეც დღეს თუ არ ვიფიქრეთ, ხვალ გვიან იქნება. დღეს თუ ხე მოვჭერით, ხვალ ის აღარ ამოვა და შესაბამისად, არც ჟანგბადი გვექნება. დღეს თუ დენის აპარატით თევზი დავიჭირეთ, ხვალ აღარ იქნება.
ზოგს ამ პრობლემების მიმართ უყურადღებობის მიზეზად სხვა პრობლემატური საკითხების უფრო მეტი აქტუალურობა მიაჩნია, ზოგს კი მართლაც რომ არ აინტერესებს რა ელის გარემოს ხვალ და არც იმაზე ფიქრობს, რომ გარემოს დაბინძურება, დღეს თუ ხვალ მასზეც მოახდენს გავლენას.
ჩვენს საზოგადოებაში დღეს ის უფრო მნიშვნელოვანია, ვინ ვის მიყვება ცოლად, ან უფრო უარესი, ვინ ვის გაშორდა, ადამიანების ქმრებზე და საყვარლებზე 3 საათიან გადაცემებს აკეთებენ, მაგრამ 2 წუთან სიუჟეტსაც კი არ არ უთმობენ ისეთ პრობლემებს, როგორიცაა მაგალითად ხეების ჩეხვა, მდინარეების დაშრობა, ბრაკონიერობა, რომლის წყალობითაც მდინარეებში თევზი აღარ არის და ტყეში – ცხოველები. თუ ჩემი არ გჯერათ, გადახედეთ ყველაზე რეიტინგულ ტელევიზიებში გადაცემის ანონსებს, ან ყველაზე კითხვად სტატიებს ინტერნეტ სივრცეში. ყველაგან ერთი და იგივეა, რუსთავი 2–ზე თუ ინგა გრიგოლიასა და ლალი მოროშკინას ქმრებზე ყვებიან, ინტერნეტ სივრცეში ყველაზე პოპულარული ინტერვიუებია:იურმალის კონკურსის ქართველი მონაწილე მარინა ბერიძეს გაუნაწყენდა , თიკა ჯამბურიას ექსპარლამენტარმა დედამთილმა ბინა აჩუქა, ჰქონდა თუ არა სოფო ნიჟარაძეს რომანი პაველ ბურესთან და მიჰყვება თუ არა ცოლად ნიკა გილაურს და ა.შ. ეს ჩემი მოგონილი არ არის , შეგიძლიათ ხუთშაბათობით მაია ასათიანს უყუროთ, ან ამბები.გე–ზე შეხვიდეთ. და ა.შ. ეს ჩემი მოგონილი არ არის , შეგიძლიათ ხუთშაბათობით მაია ასათიანს უყუროთ, ან ამბები.გე–ზე შეხვიდეთ.
არ ვიცი რა არის ამის მიზეზი, როგორც ჩემმა ერთ–ერთმა ლექტორმა თქვა, მასობრივი ინფორმაციის წყაროები მხოლოდ იმას აწვდიან ხალხს რაც მას უნდა, თუ პირიქით, ხალხი იმას ითხოვს, რასაც მასობრივი ინფორმაციის წყაროები აწვდიან... ანუ მასმედია აზომბებს ხალხს, თუ ხალხი მასმედიას...
ზუსტად არ ვიცი როგორ უნდა მოვახერხოთ ის, რომ ნამდვილად საჭირბოროტო პრობლემებზე გავამახვილოთ საზოგადოების ყურადღება, მაგრამ ჩემი ეს აბდაუბდა წარმოდგენები, იმედია ერთ ადამიანს მაინც დააფიქრებს ამ პრობლემებზე.

No comments:

Post a Comment