Monday, October 5, 2009

დღის ნიუსი

საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ –ს ცნობით, ნეიტრალური წყლების გავლით სეპარატისტული აფხაზეთის ტერიტორიაზე მიმავალი სატვირთო გემების უსაფრთხოებას რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გემები დაიცავენ. ეს იდეა სერგეი ლავროვს ეკუთვნის. ამჟამად ოჩამჩირეში იქმნება სპეციალური ინფრასტრუქტურა, რომელმაც რუსული ხომალდების ბაზირება უნდა უზრუნველყოს. ქართულმა მხარემ არაერთხელ განაცხადა, რომ დააკავებს მასთან შეუთანხმებელი მარშრუტით აფხაზეთისკენ მოძრავ ყველა გემს.


ამ ნიუსის გარშემო ორივე მედია საშუალება, სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2 და ინტერპრესნიუსიც ერთსა და იმავე ინფორმაციას გვაწვდის და ორივე ერთსა და იმავე წყაროს ასახელებს: ეს არის ‘რია ნოვოსტი’. ორივე ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ნეირტალური წყლების გავლით სეპარატისტული აფხაზეთის ტერიტორიაზე ტვირთების გადაადგილებაზე უსაფრთხოების პასუხისმგებლობის რუსეთის მიერ აღება სერგეი ლავროვის იდეაა. ორივე მედია საშუალება ამბობს, რომ ოჩამჩირესთან მიმდინარეობს ახალი სტრუქტურის ფორმირება, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ტვირთების გაცილება. რუსთავი 2 ინტერპრესნიუსისგან განსხვავებით ამატებს იმასაც, რომ საქართველოს ტერიტორიულ წყლებში უკვე იმყოფება რუსეთის რამდენიმე სამხდრო გემი. ინტერნპრესნიუსი აქვეყნებს ქართული მხარის პოზიციას, რომ ის დააკავებს აფხაზეთისკენ მოძრავ ყველა გემს, რომლის მარშრუტიც არ იქნება შეთანხმებული საქართველოსთან.

No comments:

Post a Comment