Wednesday, October 7, 2009

ღირდა კი?

დღევანდელი ნიუსის მომზადების დროს გამიჩნდა სურვილი დამეწერა თემაზე, არის თუ არა ჟურნალისტების უფლებები დაცული და საერთოდ, უსაფრთხოა თუ არა ჟურნალისტობა, უფრო სწორად კი ემუქრება თუ არა ჟურნალისტის სიცოცხლეს რეალური საფრთხე, როდესაც ის ისეთ თემაზე მუშაობს, რომელიც საზოგადოების ამა თუ იმ წარმომადგენელს არ მოსწონს. ანა პოლიტკოვსკაია, რომელიც 3 წლის წინ საკუთარი სახლის წინ სუპერმარკეტიდან მომავალი ჩაცხრილეს, რუსეთის ხელისუფლების კრიტიკოსი იყო. ის წერდა ჩეჩნეთში ადამიანის უფლებების დარღვევებზე. ჟურნალისტის გაუხსნელი მკვლელობის მაგალითის მოტანა ქართული რეალობიდანაც შეგვიძლია. გიორგი სანაია, რომელიც უფრო გაურკვეველ ვითარებაში მოკლეს. ის, როგორც ამბობენ, პანკისის ხეობაში მიმდინარე უკანონობის შესახებ ფლობდა ინფორმაციას, კვალი კი ხელისუფლების საკმაოდ მაღალ ეშელონებამდე მიდიოდა, ეს კი მათ საფრთხეს უქმინდა, ამიტომაც მოიშორეს იგი. საინტერესო იქნეოდა უფრო ღრმა ჟურნალისტური გამოძიება ჩატარებულიყო ამ საკითხზე, რატომ კლავენ ჟურნალისტებს და რატომ რჩება მათი საქმეების გამოუძიებელი წლების განმავლობაში.

No comments:

Post a Comment